უპატრონო ძაღლი 15 წელი ელოდა,რომ ვინმე იზრუნებდა მასზე...
უპატრონო ძაღლი 15 წელი ელოდა,რომ ვინმე იზრუნებდა მასზე...
ეს ამბავი მაგალითია იმისა, რომ არასოდეს არის გვიან ბედნიერება იპოვო. ძაღლი, სახელად ჩიპი, თავშესაფარში 7 კვირის მიიყვანეს. მას შემდეგ 15 წელი გავიდა, რაც ახალ პატრონს ელოდება. ჩიპიმ მთელი თავისი ცხოვრება გაატარა პორტ ელიზაბეთის (სამხრეთ აფრიკა) ცხოველების თავშესაფრის გისოსებს მიღმა, სანამ თავშესაფრის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა არ დაწერა Facebook-ზე შემდეგი ტექსტი:

"ამ პატარა ძაღლის სახელია ჩიპი, რომელმაც 15 წელი ცხოველთა თავშესაფარში გაატარა. ის ამ ადგილზე მოხვდა 7 კვირის და მას შემდეგ არავის გამოუთქვამს მისი სახლში წაყვანის სურვილი. ჩიპის არასოდეს ჰყოლია ოჯახი, რომელიც იზრუნებდა
მასზე, არასოდეს ჰყოლია გვერდით ადამიანი, ვისთან ერთადაც ითამაშებდა, ან სასეირნოდ წაიყვანდა მას, ასევე არასოდეს ჰქონია
თბილი საწოლი, სადაც დაიძინებდა. 

ჩიპიმ მთელი თავისი ცხოვრება პორტ ელიზაბეთის თავშესაფარში გაატარა. არავის ვუსურვებდი თავშესაფარში სიცოცხლის დასრულებას. დიახ, ჩიპის აქვს საკვები და წყალი, მაგრამ მას არ აქვს სითბო და სიყვარული, რომელიც შეიძლებოდა ამ 15 წლის განმავლობაში ვინმეს ეჩუქებინა მისთვის, თუნდაც 1 საათით.

Zooclub

შესაძლოა, ჩიპის დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩა. მას აქვს კანის პრობლემა, ასევე ერთი თვალიდან ვერ ხედავს, მაგრამ აქვს დიდი გული, რომელიც ცარიელია. ვოცნებობ მოხდეს სასწაული და მას სიცოცხლის ბოლო დღეებში გამოუჩნდეს პატრონი, რომელიც რამდენიმე დღით მაინც გაულამაზებს სიცოცხლის ბოლო წუთებს. დიდი სურვილი მაქვს, მან შეიგრძნოს სიყვარული და მზრუნველობა, ის ამას ნამდვილად იმსახურებს."

Zooclub

რამდენიმე დღის შემდეგ წერილის ავტორს გამოეხმაურა მამაკაცი, რომელმაც სურვილი გამოთქვა, ჩიპი აეყვანა.

"ჩიპი გაჩუქდა. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ჯაკო რედმაიერს, რომელმაც ჩვენი 15 წლის ბინადარი ძაღლი აიყვანა."- წერენ თავშესაფრის Facebook-ის გვერდზე.

და მართლაც, ის ძალიან მოსიყვარულე ოჯახში აღმოჩნდა, სადაც ზრუნავენ და უყვართ 15 წლის ჩიპი, რომელსაც შესაძლოა დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია.


ასევე იხილეთ:

პატრონმა ძაღლი თავშესაფარში ჩააბარა, მიზეზი გაგაოცებთ

იმისთვის, რომ ევთანაზიისგან დაიცვან, მოხალისე მფრინავებს ძაღლები თავშესაფრიდან ახალ ოჯახებში გადაჰყავთ

თანამედროვე ტექნოლოგიები თავშესაფრის ცხოველებს ახალი პატრონის პოვნაში ეხმარება
nat
შე მამაცხონებულო 15 წელი რომ არ გელოდა ცოტა ადრე დაგეწერა და იქნებ მანამდეც წაუყვანდა ვინმე ამ უსაყვარლეს არსებას :(((
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?