ამ ცნობილ ადამიანებს თავისი მეგობარი ცხოველები თავშესაფრიდან ჰყავთ აყვანილი. მათ იციან ნამდვილი სიყვარულისა და მეგობრობის ფასი.
ამანდა სეიფრიდი
ამანდას ისე ძალიან უყვარს თავისი ძაღლი ფინი, რომ სულ თან დაჰყავს, მათ შორის წითელ ხალიჩაზეც (რა თქმა უნდა, როდესაც ორგანიზატორები ამის ნებას აძლევენ).
"უზომოდ მიყვარს ჩემი ძაღლი", - ამბობს ამანდა, -
ამანდა ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზაცია PETA-სთან და ხშირად აცვია მათი საფირმო მაისური "მიიკედლე ძაღლი".
სელენა გომესი
სამი წლის წინ, როდესაც სელენა ჯერ კიდევ ჯასტინ ბიბერის მეგობარი გოგონა იყო, მათ ერთად მოინახულეს ძაღლების თავშესაფარი კანადაში და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გოგონამ ლეკვი, სახელად ბეილორი აიყვანა. ის და ჯასტინი დიდი ხანია უკვე უბრალოდ მეგობრები არიან, სამაგიეროდ, მისი ნამდვილი სიყვარული ეს პატარა ბეილორია, რომელიც მუდამ ახლოსაა. ამასთან, ეს ძაღლი ტვიტერის ვარსკვლავია.
რაიან რეინოლდსი
ამ ახალგაზრდას არა მხოლოდ ლამაზი თვალები და კარგი აგებულება აქვს, არამედ - ოქროს გულიც. რამოდენიმე წლის წინ ის გაემგზავრა თავშესაფარში, რომ თავის მეგობარს ძაღლის შერჩევაში დახმარებოდა და უეცრად საკუთარი თავის ზუსტი ასლი დაინახა მოზარდი ლაბრადორის სახით, რომელსაც ბაქსტერი ერქვა.
"ის მიყურებდა თავისი დიდი, სევდიანი თვალებით.. მზერას არ მაცილებდა.. მეტი რა გითხრათ.. ეს სიყვარული იყო".
შარლიზ ტერონი
შარლიზს მამაკაცებს ძაღლები ურჩევია: ისინი არ მოგატყუებენ და არ გიღალატებენ. მას რამოდენიმე ძაღლი ჰყავს და ყველა თავშესაფრიდან აყვანილი (მათგან ერთ-ერთი სიმსივნით დაავადებული).
მსახიობს მათგან გამორჩეულად უყვარს ულამაზესი ტაკერი. ლოს-ანჟელესის მცხოვრებლები ხუმრობენ, რომ შარლიზი, რომელიც სანაპიროზე ტაკერს ასეირნებს - მათთვის უკვე პეიზაშის კლასიკური ნაწილია.
კეიტ ბოსუორტი
კეიტმა ძაღლი, სახელად ლილა პირდაპირ ქუჩიდან აიყვანა. ეს მაროკოში მოხდა, სადაც კეიტი მხატვრული ფილმის "გოგონა პარკში" (2007) გადაღებებში მონაწილეობდა. ლილა წკმუტუნებდა და გადამღებ ჯგუფს საკვებს სთხოვდა. კეიტმა ის აიყვანა და მაროკოდან სამშობლოში ჩაიყვანა.
ჰილარი სუონკი
ჰილარის ისე ძალიან უყვარს ცხოველები, რომ ხანდახან, გადაღებებიდან თავისუფალ დროს სხვადასხვა თავშესაფარში მოხალისედ მუშობს. თავისი ბინადრები მან სწორედ იქ იპოვა: კარა (ჯეკ რასელ ტერიერისა და კორგის მეტისი) და რუმი (ქუჩის ძაღლისა და ლაბრადორის მეტისი). ძაღლები ჰილარის ყველა მოგზაურობაში თან დაჰყავს, ისინი ცხოვრობენ სასტუმროში და ხან მის ფილმებშიც იღებენ მონაწილეობას.