90-მდე ძაღლი არკანზასში ცხოველთა ერთ-ერთ სელექციონერს ჰყავდა ეზოში. ბევრი მათგანი დაბმული იყო. ძაღლები საკვებისა და წყლის გარეშე დიდხანს იმყოფებოდნენ, მათ შორის პატარა ლეკვებიც.
პოლიციამ და ცხოველთა დაცვის წარმომადგენლებმა ცხოველები პატრონს ჩამოართვეს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - ცხოველების მიმართ სასტიკი მოპრყობისთვის.
ზოიც სხვა ძაღლებივით ხის ძირში იყო დაბმული, სადაც თავშესაფარიც კი არ ჰქონდა. როგორც პოლიციამ და ცხოველთა დამცველებმა გაარკვიეს მშიერი ძაღლი ქვებს ჭამდა, რათა შიმშილით არ მომკვდარიყო.
ამანდამ ზოის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. გოგონას დიდი დრო დასჭირდა, რომ ძაღლი იმ სტრესიდან გამოეყვანა, რაც მას ამდენი ხანი ტანჯავდა.
ყველა პირობა შეუქმნა, რათა ზოი ბედნიერი ყოფილიყო და მართლაც, ძაღლმა საბოლოოდ იპოვა მოსიყვარულე პატრონი, ვისთანაც ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი იქნება.
იხილეთ ვიდეო - ზოის ამბავი, სასიამოვნო დასასრულით.
ასევე იხილეთ:
ცხენი სიკვდილის პირას იყო, როდესაც იპოვეს...
უპატრონო ძაღლი ორი ფეხით და მისი დედობრივი ერთგულება
გოგონამ პარკში შავი კნუტებით სავსე ძველი ჩემოდანი იპოვა