ერთი შეხედვით, ამ ძაღლს ვეღარაფერი გადაარჩენდა, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა სცადეს... (+ვიდეო)
უსახლკარო ძაღლი, რომელსაც ნელ-ნელა ჭამს დაავადება, საშინელი და ენითაღუწერელი სანახავია.
ამ ამბის ფუმფულა გმირი უბრალოდ კვდებოდა ქუჩაში, რადგან კანის ასეთი დაავადებებით თუნდაც სანაგვე ყუთამდე მისვლა ნამდვილი წამებაა. საბედნიეროდ, ძაღლი დროულად შენიშნეს მაშველებმა.
ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს ძაღლმა უკვე გადააბიჯა იმ ზღვარს, საიდანაც ჯერ კიდევ შეძლებდა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. საშინელი სიარული, ჩამქრალი მზერა, წანაზარდები გვერდებზე...
6 თვის მანძილზე სამკურნალო აბაზანებმა, უთბილესმა მოვლამ და ადამიანურმა ყურადღებამ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ძაღლი ფუმფულა, ჯანმრთელ არსებად გადააქცია.
იხილეთ ვიდეო