ეს ძაღლები უნდა დაეძინებინათ, მაგრამ მათი ბედი სოციალურ ქსელში დადებულმა პოსტმა სრულიად შეცვალა
ეს ძაღლები უნდა დაეძინებინათ, მაგრამ მათი ბედი სოციალურ ქსელში დადებულმა პოსტმა სრულიად შეცვალა
როდესაც სახლში ცხოველი მოგყავთ, პირველ რიგში, აუცილებელია გააცნობიეროთ, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებთ, რადგან შინაური ცხოველი კიდევ ერთი ოჯახის წევრია, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავისი პატრონები და მათ მხარდაჭერას და მოვლას საჭიროებს.

არ შეიძლება ცხოვრებაში ყველა სიტუაციის ერთნაირად შეფასება, მაგრამ თუ კი ცხოველი ქუჩაში აღმოჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის პატრონებს მობეზრდათ, ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ასეთი ცხოველების მომავლის განსაზღვრა ძალიან ძნელია.

ეს ამბავი ერთ-ერთ ამერიკულ თავშესაფარში მოხდა. ამ თავშესაფრის წესების თანახმად, თუ გარკვეული დროის მანძილზე ვერ მოხერხდებოდა ცხოველისთვის ახალი პატრონის პოვნა, ის უნდა დაეძინებინათ.
სწორედ დაძინება ემუქრებოდა ორ ძაღლს - კაპას და კეირას. იმ დღეს, როდესაც მათი დაძინება გადაწყდა,
თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ფეისბუქზე ცხოველების ფოტო დადო წარწერით:
"თუ ჩვენ ვერავინ გადაგვარჩენს, სამუდამოდ დაგვაშორებენ".

ინფორმაცია ინტერნეტში ელვისებურად გავრცელდა. ზოგი მზად იყო გადმოერიცხა ფული, რომ ძაღლები შეენახათ. მაგრამ მთავარი მოვლენა ფოტოების გამოქვეყნებიდან 2 საათში მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები მივიდა თავშესაფარში და ორივე ძაღლი სახლში წაიყვანა.

Zooclub

თავშესაფრის მუშაკებმა პოსტი განაახლეს. მათ დაწერეს:
"არ არსებობს სიტყვები, რითაც შეიძლება გადმოვცეთ ჩვენი სიხარული ამ ორი საუკეთესო მეგობრის გადარჩენის გამო!"

აღმოჩნდა, რომ შეიძლება სოციალური ქსელების სიკეთისთვის გამოყენება. ქვეყანაზე კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრთხილდებიან ოთხფეხა პატარებს და მათ საოცარ მეგობრობას!

მარინა
სიხარულისაგან ვიტირე! ღმერთმა ამრავლოს ამისთანა ნამდვილი ადამიანები საქართველოშიც!
ლია
ღმერთო ამრავლე კეთილშობილი ადამიანები, რომლებსაც უყვართ ცხოველები
mari topchishvili
გენაცვალეეტ ყველას ვინც მეგობრობა ისის ცხოველების
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?