ბავშვი და ძაღლი საეჭვოდ გაჩუმდნენ.. დედა დაინტერესდა რა ხდებოდა… (+ვიდეო)
ბავშვი და ძაღლი საეჭვოდ გაჩუმდნენ.. დედა დაინტერესდა რა ხდებოდა… (+ვიდეო)
ძალიან უმართლებთ ბავშვებს, რომლებთან ერთადაც ოჯახში შინაური ცხოველი ცხოვრობს. შეიძლება დაუსრულებლად აღფრთოვანდეს ადამიანი ბავშვებისა და ცხოველების მეგობრობით, რომელიც მათ შორის სულ მცირე ასაკიდან ჩნდება. აი, მაგალითად როგორ არ უნდა შეგშურდეს ამ პატარასი, რომელსაც ისე ტკბილად სძინავს თავის ოთხფეხა მეგობართან, რომ თვალს ვერ მოაცილებ!

ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც კრისტინ ლაი რაინხარტმა პატარა ლეკვი იპოვა და სახლში წაიყვანა. საოცარი ის იყო, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ძაღლი ოდნავადაც არ ეჭვიანობდა ბავშვზე. პირიქით, მზრუნველობასაც კი იჩენდა. დღემდე ბავშვი და მისი ოთხფეხა მეგობარი განუყრელი
მეგობრები არიან. ისინი ჭეშმარიტი მეგობრობის მაგალითს აძლევენ გარშემომყოფებს.

მაგრამ ისტორია ამით არ მთავრდება. ერთხელ ძალიან
უცნაური რამ მოხდა. ამას კრისტინა არასოდეს დაივიწყებს. ერთ მშვენიერ დღეს მან დიდხანს ეძება თავისი ძღლი და ვერსად იპოვა. საეჭვო სიჩუმე მრავალ გაურკვეველ ფიქრს აღძრავდა. დედა ოთახში შევიდა და მას ასეთი სცენა დახვდა - ბავშვის საწოლში ტკბილად თვლემდა ორი მეგობარი.

საბედნიეროდ, კრისტის ტელეფონი აღმოაჩნდა თან და მან მოასწრო ამ უზომოდ თბილი მომენტის გადაღება. ინტერნეტსივრცეში ამ ვიდეომ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა.


იხილეთ ვიდეო
Queen
ვაიმე რასაყვარლები არიან :***
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?