46 კოკერ სპანიელი საშინელი პორობებიდან გაანთავისუფლეს
46 კოკერ სპანიელი საშინელი პორობებიდან გაანთავისუფლეს
46 ძაღლი დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდა. კეთილი ადამიანების გულისხმიერებისა და ადგილობრივი კერძო ორგანიზაციის დახმარების გარეშე, ცხოველები მალე დაიხოცებოდნენ.

ინციდენტი მოხდა ვერჯინიის შტატში. კოკერ სპანიელის ჯიშის ძაღლები პატრონს პატარა გალიებში, სიცხესა და გაუსაძლის პირობებში გამოკეტილი ჰყავდა. მათ სადმე შეფარების საშუალებაც კი არ ჰქონდათ, რომ მზის სხივებისგან თავი დაეცვათ. თვითმხილველის თქმით, ძაღლების წყლის ჯამები ცარიელი იყო და ისინი შიმშილით დასუსტებულნი იყვნენ.

Zooclub

როგორც შემდგომ გაირკვა, ე.წ. ძაღლების მფლობელებს ცხოველები არ ჰყავდათ დარეგისტრირებულები და მათ სახელებიც კი არ ჰქონდათ.

Zooclub
თავისუფლეს" />

კერძო ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო ცხოველების გადარჩენა. პატრონს ჩამოართვეს ძაღლები და ყველა მათგანი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

Zooclub

სპანიელისა
 და სხვა პატარა ზომის ჯიშის ძაღლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. მათ შიმშილითა და ორგანიზმში წყლის ნაკლებობით სხვადასხვა დაავადება განუვითარდათ.

Zooclub

საბედნიეროდ, კერძო თავშესაფრის პერსონალი მაქსიმალურს აკეთებს ცხოველების გამოჯანმრთელებისათვის.

ისინი გეგმავენ ძაღლების საიმედო ოჯახებზე გაჩუქებას.

ასევე იხილეთ:

ამბავი პუმას გადარჩენაზე, რომლის სახლიც გადარჩენამდე მხოლოდ სატვირთო მანქანის საბარგული იყო..

მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს

ბიგლების განთავისუფლების პროექტი

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?