დუენ ჯონსონს თავისი საყვარელი ძაღლი მოუკვდა
დუენ ჯონსონს თავისი საყვარელი ძაღლი მოუკვდა
ჰოლივუდის მსახიობი დუენ ჯონსონი იძულებული გახდა თავისი საყვარელი ძაღლისთვის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაეკეთებინა.

"კიდევ ერთი შეხსენება, რომ უნდა იცხოვრო და გიყვარდეს დღევანდელობით, რადგან ხვალ შესაძლოა დაგვიანებული იყოს. მე იძულებული ვიყავი მიმეღო საშინელი გადაწყვეტილება და ჩემი საყვარელი ბინადარი ბრუთუსი დამეძინებინა.
საბოლოოდ, ვეტერინარებს მივეცი უფლება ბრუთუსი სასუნთქი აპარატიდან გამოერთოთ და ის გაფრენილიყო ლეკვების სამოთხეში. მე ხელში მეჭირა მისი პატარა თათები, როდესაც ბოლო წამებს ითვლიდა."- ამბობს მსახიობი.

დოუნ ჯონსონის თქმით, იმ დროს, როცა ლეკვი თავის ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, შხამიანი სოკო შეჭამა. სწორედ ეს გახდა
ცხოველის სიკვდილის მიზეზი.

"რაც ყველაზე უსაფრთხოდ გამოიყურება, შეიძლება სწორედ ამან მოუტანოს ზიანი თქვენს შინაურ ბინადარს.
დიდი თხოვნით მინდა მივმართო ცხოველების მფლობელებს, ყურადღებით იყვნენ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ."- ამბობს გულდაწყვეტილი მსახიობი.


ასევე იხილეთ:

მსახიობმა დუენ ჯონსონმა ლეკვები გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?