ძაღლებმა, რომლებმაც არ იცოდნენ, რა იყო სიყვარული, ეს გრძნობა პირველად განიცადეს!
ძაღლებმა, რომლებმაც არ იცოდნენ, რა იყო სიყვარული, ეს გრძნობა პირველად განიცადეს!
როდესაც მაშველი კუთხეში მიმალულ ორ ძაღლს მიუახლოვდა, იგრძნო მათი დიდი შიში. ქალი მიეფერა დამფრთხალ ცხოველებს. ამ მომენტში ყველაფერი შეიცვალა.

Hopet – ბრაზილიის სამაშველო ორგანიზაცია. მან ბარბაროსული ცხოველთა თავშესაფრიდან ორი შეშინებული ძაღლი გადაარჩინა. მათ დამშვიდებასა და ნდობის მოპოვებას რამოდენიმე დღე დასჭირდა. ამ ორ ძაღლთან ერთად გადაარჩინეს კიდევ 142 ძაღლი, რომლებსაც ჯგუფმა “შეშინებული ძაღლები” დაარქვა.

Zooclub

ჯგუფის წევრმა ედნე ლიმამ, როგორც იქნა, შეძლო ძაღლებთან მიახლოება და შეხებაც კი, რითაც სიყვარულის პირველი გაკვეთილი ჩაუტარა ცხოველებს.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძაღლი სასტიკად შეშინებული ჩანს, ისინი
უცნაურად მშვიდები არიან. სიყვარული საკმაოდ საშიში რამაა, სანამ მიხვდებით, როგორია ის.

სახელი “ჰოფეთი” ორი სიტყვის
შეერთების შედეგად წარმოიშვა - "იმედი" და "შინაური ცხოველი". ორგანიზაცია თავის სახელს ამართლებს. იმედი ისაა, რაც მას მოაქვს ძაღლებისთვის. იმედი Hopet ასევე მიზნად ისახავს მოუყვეს ადამიანებს სიმართლე მიტოვებულ ცხოველებზე.

ამ ორი ძაღლის პოტენციალის გაანალიზების შემდეგ მაშველებმა რეაბილიტაციის რთული პროცესი დაიწყეს.

თეთრ ძაღლს სტეფანო დაარქვეს. ის სულ ცოტა ხნის წინ აიყვანა მოსიყვარულე ოჯახმა.

Zooclub

სტეფანო იმალებოდა, როდესაც იპოვეს. ძაღლს უბრალოდ უნდოდა, რომ ის არავის შეეწუხებინა. ახლა მან იცის, რომ სინამდვილეში სულაც არ უნდა მარტოობა.

“სტეფანომ დაიმსახურა ახალი სახლი და ბედნიერების შანსი”, - დაწერა ორგანიზაციამ facebook-ის გვერდზე.

Zooclub

გვიხარია, რომ ამ კეთილმა ორგანიზაციამ გადაარჩინა ძაღლები. ისინი მალე ახალ და მზრუნველ ოჯახებში დაბინავდებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?