მაილის არასოდეს ჰყოლია მოსიყვარულე, მზრუნველი ადამიანი გვერდით და რაც მთავარია, არასოდეს ჰქონია თბილი სახლი. არც ვეტერინართან დაყავდა პატრონს, ძაღლი საშინლად მოუვლელი იყო.
საბედნიეროდ, ცხოველთა დამცველებმა შეძლეს მისი დახსნა უგულო პატრონისგან.
მაილიმ პირველად იგრძნო რას ნიშნავს მოსიყვარულე ადამიანებთან ყოფნა.
ჯილ სტაფორდი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ბევრი იბრძლოა, რათა ძაღლი საშინელი პირობებიდან დაეხსნა. მან ცხოველი სახლში წაიყვანა და მასზე მზრუნველობა გადაწყვიტა.
ძაღლმა არ იცოდა თამაში, ოჯახის წევრად ყოფნა მისთვის სიახლე იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში იგრძნო ახალი პატრონის სითბო და სიყვარული. მაილი მიხვდა, რას ნიშნავს იყო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
ჯილის თქმით, ძაღლმა პირველად დაიძინა თბილ საწოლში. ის 7 წლის შემდეგ გახდა ყველაზე ბედნიერი ძაღლი, რომელიც მზრუნველ და მოსიყვარულე ოჯახში გააგრძელებს ცხოვრებას.
ასევე იხილეთ:
მას არასოდეს უთამაშია... პატრონმა გადაწყვიტა ძაღლს თავად შეერჩია საყვარელი სათამაშო
7 წლის ძაღლი პატრონმა სახლიდან გააგდო, მიზეზი გაგაოცებთ...
მან ძაღლი ლიანდაგებზე დააგდო.. ის, რაც მერე მოხდა დაგარწმუნებთ, რომ სამართალი არსებობს დედამიწაზე!