ქალმა თავისი ძაღლი მანქანის ფანჯრიდან გადააგდო… - ერთი წლის შემდეგ მან სასამართლოს წინაშე ამ სისასტიკეზე პასუხი აგო...
 ქალმა თავისი ძაღლი მანქანის ფანჯრიდან გადააგდო… - ერთი წლის შემდეგ მან სასამართლოს წინაშე ამ სისასტიკეზე პასუხი აგო...
2014 წლის სექტემბერს ნიუ-იორკის სამი მცხოვრები გზის პირს მიუყვებოდა, როდესაც უეცრად წკმუტუნი შემოესმათ. ისინი ხმას მიყვნენ და გაარკვიეს, რომ ხმა ისმოდა პოლიეთილენის პაკეტიდან, რომელიც გზასთან ახლოს ეგდო. პაკეტში ბავშვებმა აღმოაჩინეს მალტური ბალონკის 3 თვის გასისხლიანებული ლეკვი, რომელიც დაუყოვნებლივ ვეტკლინიკაში მიიყვანეს.

Zooclub

ძაღლს თავის ქალისა და მენჯის მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ტვინის შერყევა და მრავლობითი ჭრილობა. ვეტერინარებმა დიდხანს იბრძოლეს მის გადასარჩენად და საბოლოოდ, განკურნეს.

Zooclub

ამ პერიოდისთვის ცხოველისადმი ასეთი წარმოუდგენელი სისასტიკის ამბავი სოც. ქსელებში გავრცელდა. ერთ-ერთი თავშესაფრის მოხელეებმა ძაღლის ფოტოები ფეისბუქზე განათავსეს. მალე მათ
გამოეხმაურათ ადგილობრივი ვეტერინარი, რომელმაც ცხოველი იცნო. აღმოჩნდა, რომ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე მას ძაღლის პატრონმა ქალბატონმა
მიმართა, ეს იყო რუსი ემიგრანტი ალსუ ივანჩენკო. ძაღლს, სახელად ფიფქია, ძალიან სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა, თუმცა, პატრონმა უარი თქვა ვეტერინარის მომსახურებაზე, რადგან მკურნალობა ძვირი მოეჩვენა.

Zooclub

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე საქმე აღიძრა და სასამართლოს გადაეცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალსუ ივანჩენკომ იმის გამო, რომ არ სურდა ფული დაეხარჯა ცხოველის ვეტერინარული მკურნალობისთვის, გადაწყვიტა, უბრალოდ მისი მოშორება. მან ფიფქია პაკეტში ჩასვა და მოძრავი ავტომანქანიდან გადააგდო.

Zooclub

პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. წინა კვირას სასამართლომ 35 წლის ალსუ ივანჩენკო დამნაშავედ ცნო. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 21 795 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

გარდა ამისა, მას 15 წლის მანძილზე აუკრძალეს სახლში რაიმე სახის შინაური ცხოველის ყოლა. ფიფქიას მკურნალობა მას ბევრად იაფი დაუჯდებოდა... 
აღსანიშნავია, რომ პროცესის მანძილზე ალსუს ერთხელაც არ გამოუთქვამს სინანული თავისი საქციელის გამო. როგორც ჩანს, შინაური ცხოველი მისთვის მხოლოდ მოხმარების საგანი იყო.

ფიფქია ბოლომდე განიკურნა და სულ მალე იპოვა ახალი სახლი და ახალი პატრონი, რომელსაც ის ნამდვილად უყვარს. ახალ სიცოცხლესთან ერთად ძაღლმა ახალი სახელი მიიღო - მას ახლა ჰქვია პიპი.

Zooclub

წარმოუდგენელია, რომ ადამიანებს შეუძლიათ ასეთი სასტიკები იყვნენ შინაური ცხოველების მიმართ, მაგრამ ამის გამო, ისინი ადრე თუ გვიან პასუხს აუცილებლად აგებენ.
irinasabekia
რუსი სადისტიდან აბა მეტს რას უნდა ელოდო
liza
რა სიამოვნებით გავაგლიჯავდი ამ ქლორდასხმულ თმებს.
kato
მდენს ვურტყავდი მანამ ძაღლივით არ ვაღმუვლებდი 21 795 კი არ უნდა გადაიხადოს საყელური უნდა მოებათ და ისე ეტარებიათ ქუჩაში სამარცხვინოთ
სოფია
დიდი სიამოვნებით მოვაგლეჯდი იმ მოტიტვლებულ მხარს ამ მახინჯ რუსის ბოზს. ერთი წელი კიარა სიკვდილით დავსჯიდი ამ ნაგავს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?