მის მიმართ კრიტიკის ტალღა წამოვიდა იმ დროს, როცა კაილიმ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო თავის ძაღლებთან ერთად. გრეინჰუდის ჯიშის ძაღლები ბემბი და ნორმანი ვიდეოში იმდენად გამხდრები ჩანან, რომ მათ ნეკნები ეტყობათ.
ცხოველთა მოყვარულები აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ კაილი ასე გულგრილად არის განწყობილი შინაური ბინადრების მიმართ. მათ შორის იყვნენ ამავე ჯიშის ძაღლის მფლობელებიც.
თუმცა, კაილის გამოუჩნდნენ დამცველებიც. კერძოდ, ამერიკის "გრეინჰუდის მოყვარულთა" კლუბის წარმომადგენლები. მათი თქმით, გოგონას არაფერი დაუშავებია. –"სიგამხდრე ამ ჯიშის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჯანმრთელი გრეინჰუდი - მას უნდა ეტყობოდეს სამი ნეკნი."
ასევე იხილეთ:
პატრონმა ძაღლი სიკვდილის პირამდე მიიყვანა.. ამ სისასტიკის მიზეზი გამაოგნებელია...
მოძღვარმა იპოვა ძაღლი, რომელიც დაბმული, შეკრულ პარკში მატარებლის რელსებზე ეგდო
ქალმა თავისი ძაღლი მანქანის ფანჯრიდან გადააგდო… - ერთი წლის შემდეგ მან სასამართლოს წინაშე ამ სისასტიკეზე პასუხი აგო...