მძარცველმა ჯერ მშობლები დახოცა, შემდეგ საბავშვო ოთახისკენ გაემართა... იქ მას დახვდა ძაღლი, რომელიც თავგანწირვით იცავდა ბავშვებს! (+ვიდეო)
მძარცველმა ჯერ მშობლები დახოცა, შემდეგ საბავშვო ოთახისკენ გაემართა... იქ მას დახვდა ძაღლი, რომელიც თავგანწირვით იცავდა ბავშვებს! (+ვიდეო)
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ნამდვილი გმირობის ჩადენა შეუძლიათ. სიტყვა "ძაღლი" და “ერთგულება” დიდი ხანია, რაც სინონიმებად იქცა. მიუხედავად ამისა, ისევ და ისევ გვაოცებს ჩვენი პატარა მეგობრების ერთგულების მაგალითები. ხშირად ხომ ისინი პატრონების დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ.

შემთხვევა, რომელიც ორიოდე თვის წინ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა, კიდევ ერთხელ აღგვაფრთოვანებს ძაღლის ერთგულებითა და გმირობით.

Zooclub

საშუალო ტანის ძაღლი, სახელად მაირა თავის პატრონებთან ერთად კეიპტაუნის ერთ-ერთ ღარიბ უბანში ცხოვრობდა. ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინებოდა, სანამ 2015 წლის აგვისტოს ტრაგედია არ მოხდა. სახლში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.

დამნაშავე სახლის მცხოვრებლებმა
შეამჩნიეს, ამიტომ მან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მან 16 ტყვია ცოლ-ქმრის მიმართულებით გაისროლა, შემდეგ ბავშვების ოთახისკენ
წავიდა, რათა მათ გასწორებოდა. მაგრამ ბავშვებთან იმყოფებოდა მათი ძაღლი მაირა, რომელიც გასროლის მომენტში პირდაპირ ეცა დამნაშავეს.

Zooclub

ძაღლმა თავისი სხეულით დაიფარა ბავშვები. ტყვიამ მაირას თათი დაუზიანა, მაგრამ ბავშვები გადარჩნენ. მძარცველმა კი, რომელსაც ტყვიები გაუთავდა, უკან დაიხია და გაიქცა.

გმირი ძაღლი სერიოზულად დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. ცხოველთა დახმარების საზოგადოებრივ კლინიკაში The Cape of Good Hope SPCA ვეტერინარებმა მას წინა თათის ამპუტაცია გაუკეთეს. ძაღლი რეაბილიტაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

გულადი ძაღლის ისტორიამ იმდენად შეძრა The Cape of Good Hope SPCA-ის თანამშრომლები, რომ მათ ამ გმირობაზე ვიდეორგოლი გადაიღეს.

Zooclub

ამ ისტორიამ კვლავ გაგვახსენა გერმანელი პოეტის ჰაინრიჰ ჰაინეს სიტყვები: “რაც მეტად ვეცნობი ადამიანებს, მით მეტად მომწონს ძაღლები”.

იხილეთ ვიდეო
რუსუდანი
მიყვარხართ საყვარელო ცუგებო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?