მამაკაცი, რომელიც ხანძრის დროს საკუთარი ძაღლების გადარჩენას ცდილობდა, დააპატიმრეს
მამაკაცი, რომელიც ხანძრის დროს საკუთარი ძაღლების გადარჩენას ცდილობდა, დააპატიმრეს
თუ დაინახავდით, რომ სახლი იწვის და თქვენი ძაღლი ბინაში იმყოფება, შეხვიდოდით მის გადასარჩენად?

სწორედ ასე მოიქცა 58 წლის ვენდელ ჯოინელი, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს, მაგრამ ძაღლების გადარჩენის სანაცვლოდ, ის ციხეში აღმოჩნდა.

ინციდენტი დღის 5 საათზე მოხდა. ბინის პატრონი ხანძრის დროს სახლიდან გაიქცა, მაგრამ შემდეგ გაანალიზა, რომ მისი ძაღლები შენობაში იმყოფებოდნენ.

მან სახანძრო სამსახურის კუთვნილი ცული მოიპარა და ფანჯარაში ისროლა, რათა მინა გაეტეხა და სახლში შესვლა შეძლებოდა ძაღლების გადასარჩენად. ის შევარდა ბინაში, თუმცა, საშინელ კვამლში ვერაფერი დაინახა.

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, ჯოინელი არ დაემორჩილა მათ
ბრძანებას და ცეცხლმოკიდებულ სახლში შეიჭრა, სწორედ ამიტომ დააპატიმრეს.

Zooclub

საბედნიეროდ, ძაღლები მაშველებმა გადაარჩინეს, ხოლო მამაკაცი, რომელსაც
მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, რამდენიმე საათის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს.

ასევე იხილეთ:

ერთი შეხედვით, ძაღლი კნუტს თითქოს ზიანს აყენებს ...

მაშველებმა გადაარჩინეს ორი თუთიყუში, რომლებიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ

ძაღლმა შვილებს პატრონი არჩია... მან უსახლკარო მამაკაცი ხანძრისგან იხსნა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?