"ცოცხალ არსებებს მშიერს ხომ არ დავხოცავდი?' - პენსიონერი ქალბატონი ოთხფეხა მეგობრების გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
"ცოცხალ არსებებს მშიერს ხომ არ დავხოცავდი?' - პენსიონერი ქალბატონი ოთხფეხა მეგობრების გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
სოციალურ ქსელში წავაწყდი ქალბატონი გულიკო კობახიძის წერილს, რომელმაც შეუძლებელია გულგრილი დატოვოს ვინმე.

ადამიანი არაფერს ითხოვს თავისთვის, ის მადლიან ადამიანებს საკუთარი ოთხფეხა მეგობრებისთის მხოლოდ და მხოლოდ საჭმლის შეძენას სთხოვს, რათა ისინი შიმშილით სიკვდილისაგან როგორმე იხსნას:

- მას მერე, რაც მეუღლე გარდამეცვალა, სოფლიდან წამოსული ვიყავი და წლის განმავლობაში ქუთაისში ვცხოვრობდი. გარკვეული პერიოდის მერე ისევ დავბრუნდი სოფელ ხოტევში. სწორედ მაშინ მოვიდა ჩემს ეზოში ორი ძაღლი, გული მოგიკვდებოდა ისეთი გამხდრები იყვნენ. ცხოველები ძალიან მიყვარს, ამიტომ ეს ძაღლები შევიფარე, თურმე ერთ-ერთი მაკედ იყო და მალე
ლეკვებიც დაყარა, მერე კიდევ ერთხელ იმაკა და საბოლოო ჯამში, 20-მდე ძაღლი მოგროვდა. ხვად ლეკვებს პატრონი
გამოუჩნდათ, ჩემთან კი 11 ძაღლი დარჩა...

- ქალბატონო გულიკო, 11 ძაღლის გამოკვება იოლი საქმე არაა, როგორ ახერხებდით?

- ძალიან მიჭირდა მათი გამოკვება (პენსიონერი ვარ, პენსიის გარდა სხვა არანაირი შემოსავალი არა მაქვს). მაღაზიიდან ნისიად მომქონდა პური და პენსიიდან პენსიამდე ვისტუმრებდი, მაგრამ ახლა ჩემი პენსია საკმარისი აღარ არის, მაღაზიაში ვალი მაქვს და ნისიად აღარაფერს მაძლევენ. ნისიად ვყიდულობდი ხოლმე ხან შავ ფქვილს, ვუმზადებდი საჭმელს და ჩემი ხელით ვაჭმევდი. გეფიცებით, პენსიითაც ვერ ვიხდიდი მაღაზიის ვალს, მაგრამ ცოცხალ არსებებს მშიერს ხომ არ დავხოცავდი? მე რომ მხედავდნენ, უნდა გენახათ როგორ მეხვეოდნენ. საკუთარი შვილებივით ვუვლიდი, მაგრამ იძულებული გავხდი მიმეტოვებინა. რა ვქნა, არავინ მეხმარებოდა. სოფლის გამგებელს ვთხოვე დახმარება, იმასაც უთქვამს რაიონის გამგეობაში, მაგრამ ტენდერია საჭიროო და ათასი სხვა მიზეზი უთქვამთ.

Zooclub

ანუ თქვენ წახვედით და სოფელში დატოვეთ ძაღლები?

- კი, იქ დავტოვე და მე ქუთაისში წამოვედი. გეფიცებით, მართლა აღარ შემეძლო მათი საცოდაობის ყურება, რომ მოვდიოდი ყველამ გამომაცილა, ალბათ ეგონათ, რომ მათ საჭმელზე მივდიოდი და ისევ უკან დავბრუნდებოდი. დარწმუნებული ვარ, ახლაც მელიან, სხედან ეზოში და კარებს უყურებენ როდის შევალ, მაგრამ ასე ხელცარიელი როგორ მივიდე?! მშიერ შვილთან ხელცარიელი მივა ადამიანი?! ისე ვერ მივალ მათთანაც. გეფიცებით, ჩემთვის არ ვითხოვ დახმარებას, ჩემი ძაღლებისთვის მინდა რამე მცირედი, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. მირჩიეს, როცა დაიბადებიან ლეკვები გადაყარე ან კიდევ საჭმელში საწამლავი ჩაუყარე და თვითონ დაიხოცებიანო, მაგრამ ეს რომ გავაკეთო, მერე მშვიდად როგორ ვიცხოვრო?!  

- ქალბატონო გულიკო, ახლა რომ ვინმემ საკვები უყიდოს ძაღლებს, დაბრუნდებით უკან?

- აბა რას ვიზამ. ამ წამსვე, დაუფიქრებლად წავალ სოფელში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა თბილები არიან, თითქოს ადამიანებივით ფიქრობენ. სიამოვნებით მოვეფერებოდი ახლა, მაგრამ საჭმლის გარეშე იქ ვერ დავბრუნდები. იმედია, ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და ძაღლები შიმშილით არ დაიხოცებიან.

პ.ს. ქალბატონი გულიკო საკუთარი ოთხფეხა მოგებრების გახსენებაზე ისე ტიროდა, რომ საუბრი ვეღარ გავაგრძელეთ. იმედია, მართლაც გამოჩნდება ვინმე ღვთისენირი და ძაღლებს, რომლებიც ქალაბტონ გულიკოს ელოდებიან, მალე გაახარებს.

ლადო გოგოლაძე 

წყარო: kvirispalitra.ge


ქალბატონი გულიკო კობახიძის მობ. 598 285 388
dato-ს
გეთანხმებით ნამდვილად ასეა, მე შევესწარი ფაქტს, მშობიარე კატა როგორ გაგლიჯა ძაღლმა, პატრონს კი მისი დახმარება არ უცდია, მეგამოვტაცე საბრალო კატა, ჯერ კიდეც ცოცხალი კნუტები როგორ გადმოსცვივდა მუცლიდან, ცოტა ხანში ამ ქალბატონს 20 წლის ვაჟი (ღმერთმა აცხონოს) მოუკვდა ტრაგიკულად.არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე ამ ამბავს დავუკავშირე. ასე რომ ყველას გვეშინოდეს ჩვენი ცოდვების.
Admin
ქალბატონი გულიკოს დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირადად - სტატიის ბოლოს მითითებულია ტელეფონის ნომერი! ქალბატონი გულიკო კობახიძის მობ. 598 285 388
dato
მე ზუსტად ვიცი, ადამიანი როგორც მოექცევა ცხოველს, ზუსტად განგება ისე მოექცევა-ბურანგივით უბრუნდება კარგიც და ცუდიც!! ერთხელ ერთმა არაადამიანმა ცოცხლად დამარხა პატარა კატა და იცინოდა ტურმე იმის სიმწარეს რო უყურა, გავიდა დრო და დაოჯახდა ეს კაცი, სეეძინა ბავსვი, და ზუსტად იმ ადგილას , სადაც წლების წინ კატა დამარხა, საკუთარი შვილი(მიჭირს ამისი გახსენება და წერა)მანქანით გასრისა უკან წევდა მანქნას, პატარა ვერ სეამცნია და მიასრისა. გაგიჯდა , ტვინიდან გადავიდა!! მოგიწოდებთ ყველას თუ არ გიყვართ კატაა თუ ძაღლი, ნურც აუგად მოექცევით!!
მცინარი რუბაშვილი
აი ვინ არის ნამდვილი ადამიანი, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ამ კეთილშობილ ქალბატონს! ღმერთმა ნუ გაგვაკეთებინოს სიბოროტე ქრისტიანებო, მოწამვლას და გადაყრას რომ უკიჟინებენ ისინი თანამოძმესაც არ დაინდობენ! განა რას ითხოვენ ის ცუგრიები ლუკმა პურს და სიყვარულს ,ყურადღებას და სამაგიეროდ რამხელა სითბოს გაძლევენ , როგორი სიყვარულის გამოხატვა და ერთგულება იციან!
mariami
ჩემს მეუღლესაც უყვარდა მიტოვებული და ქუჩის ძაღლები.სახლში რომ მოდიოდა ძაღლები დაცვასავით სახლამდე აცილებდნენ..სულ აჭმევდა.როცა მეუღლე გარდაიცვალა ერთი ძაღლი ყოველდღე მოდიოდა საფლავზე და მეუღლის საფლავზე იწვა. საფლავი რკინით იყო შეღობილი და რკინაზე ხტებოდა. იმ საფლავზე ახვაც ასაფლავია, მაგრამ ის ყოველთვის იქ იწვა.არც შემოგიყეფდა, მომჩერებოდა საცოდავი თვალებით. თითქოს ჩემს დარდს იზიარებდა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?