როდესაც ექიმმა ეს საწყალი პიტბული დაინახა, გული შეეკუმშა. ძაღლი სრულიად ძალაგამოცლილი იყო ანემიისგან, ჰიპოთერმიისგან და აშკარად ეტყობოდა, რომ შინაგანი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული.
“ორი ვარიანტი მქონდა, - ჰყვება ექიმი, - შემეძლო დამეძინებინა, ან მაინც მეცადა მისი განკურნება. მაშინ მე “სამყაროს შევეკითხე” (ანუ ფეისბუქს), რა გამეკეთებინა. სცადე - იყო
ამის შემდეგ რაც მოხდა ერთდროულად გულს ათბობს და აღაფრთოვანებს. იმის გამო, რომ ძაღლი ადამიანებს არ ენდობოდა, ექიმი გალიაში ჩაიკეტა, რომ მაგალითი მიეცა და ძაღლს ჭამა დაეწყო… მხოლოდ წამალი კი არ კურნავს, სიკეთე და ზრუნვა ყველაზე დიდი მკურნალია.
ეს გრეისია. ის ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ გზაზე საშინელ მდგომარეობაში მომაკვდავი იპოვეს.
ექიმმა მატისმა იცოდა, რომ მას ორი ვარიანტი ჰქონდა: ან დაეძინებინა, ან ეცადა მისი გადარჩენა. ძალიან მცირე შანსების მუხედავად, მან უკანასკნელი აირჩია.
გრეისი ნელ-ნელა მომჯობინდა. კარგად იკვებებოდა და წონაში იმატებდა - სასწაული მოხდა!
ფიზიკური და ემოციონალური ძალების აღდგენისთვის ძაღლს ჯერ კიდევ დრო სჭირდება. ექიმი იმედოვნებს, რომ გრეისის მომავალში ახალი სახლი და მოსიყვარულე პატრონი გამოუჩნდება.
იხილეთ ვიდეო