შეშინებული ძაღლის გადასარჩენად პოლიციამ ჩქაროსნული მაგისტრალი გადაკეტა
შეშინებული ძაღლის გადასარჩენად პოლიციამ ჩქაროსნული მაგისტრალი გადაკეტა
ხანდახან ადამიანის გულისხმიერება განუზომელია.

როდესაც გერმანული ნაგაზი ლექსი დაიკარგა და მასაჩუსეტის ჩქაროსნულ ბაგისტრალზე აღმოჩნდა, მანქანის ბორბლებში დაღუპვის ყველა შანსი ქონდა. როდესაც ადგილზე მისული პოლიციელები ძაღლის გზის პირზე გატყუებას შეეცადნენ, მას პანიკა დაეწყო, შიშისგან საპირისპირო მიმართულებით გაიქცა და მთელი სიჩქარით მოძრავ მანქანებს შორის აღმოჩნდა.

Zooclub

ნაგაზის გადასარჩენად პოლიციელებს დროებით მოძრაობის შეჩერება მოუწიათ. მაგრამ ეს არ იყო ადვილი. მათ ხომ ერთ მონაკვეთზე მოძრაობის გადაკეტვა მოუხდათ, შესაბამისად მასთან დაკავშირებული კიდევ ორი მონაკვეთის კონტროლირება მოუწიათ.

მას მერე, რაც მოძრაობა გაჩერდა, ლექსის მიუსლის ბატონჩიკებით მიტყუებას შეეცადნენ.
ყველა ძაღლს უყვარს ბატონჩიკები! კმაყოფილი და ბედნიერი ნაგაზი პოლიციის ფურგონში ჩახტა. სიხარულისგან ერთ-ერთი ოფიცრის ყავა
დააქცია. მას უკვე არაფერი აშინებდა.

Zooclub

ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. ლექსი მალე დაუბრუნეს პატრონს, რომელიც მის დაკარგვას ძალიან განიცდიდა.

ateisti
ხანდახან კაი ამბავსაც გაიგებ ადამიანი და იმედი მოგეცემა, იქნებ ეგეთი ცუდებიც არა ვართ! :-)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?