ჩილეში, ქალაქ კონსემსიონის მცხოვრებლები სულისშემძვრელი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ერთი ხალხმრავალი ქუჩის პირას გაუნძრევლად იწვა ძაღლი, რომელიც სევდიანად მისჩერებოდა ერთ წერტილს. თითქოს ასე ცხოველი თავის დარდს გამოხატავდა პატრონის დაღუპვის გამო, რომლის სხეულიც იქვე იყო...
23 წლის ლეონარდო ვალდესი თავის საყვარელ
შემთხვევის ადგილას მისულ პოლიციის მუშაკებს ძაღლის გაგდება უნდოდათ, რომ მას ხელი არ შეეშალა მუშაობისთვის. მაგრამ ცხოველი კატეგორიულად არ ტოვებდა თავის პატრონს და მხოლოდ მოსულმა ნათესავებმა შეძლეს დოკის თან წაყვანა.
დაკრძალვის დროს ერთგული ძაღლი სულ ცდილობდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო პატრონის ცხედართან, ასე თითქოს უკანასკნელ გზაზე აცილებდა. ეტყობოდა, რომ ოთხფეხა მეგობარი ზოგიერთ ნათესავზე მეტად განიცდიდა მომხდარს...
მერამდენეჯერ ვრწმუნდებით ჰაინრიჰ ჰაინეს სიტყვების სიმართლეში: “რაც მეტად ვეცნობი ადამიანებს, მით მეტად მომწონს ძაღლები”.