ერთგული ძაღლი გარდაცვლილ პატრონს ცარიელ სახლთან 5 წელი ელოდება
ერთგული ძაღლი გარდაცვლილ პატრონს ცარიელ სახლთან 5 წელი ელოდება
რუმინელი ჰაჩიკო 5 წლის მანძილზე ელოდება გარდაცვლილ პატრონს და მთელი ეს პერიოდი ძაღლი ცარიელ სახლს იცავს.

ძაღლი, რომლის სახელიც არავინ იცის, რუმინეთში ყველაზე პოპულარული გახდა. თავიდან მასზე ქალაქის გაზეთებში დაიწერა, შემდეგ "Daily Mail"-ში.

ძაღლმა სახელი თავისი უსაზღვრო ერთგულებით გაითქვა. ჰაჩიკოს მსგავსად, ისიც უკვე წლებია ელოდება თავის დაღუპულ პატრონს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ცარიელ სახლს იცავს.

Zooclub

ქალაქ მალუ-მარეს მცხოვრებლებმა სცადეს ძაღლის სახლში წაყვანა, მაგრამ ერთგული ბინადარი მაინც ბრუნდებოდა ძველ ადგილას, ამიტომ დროდადრო მას მეზობლები კვებავენ, თან ამას ღობის მეორე მხრიდან
აკეთებენ, რადგან  ძაღლი სახლში არავის უშვეს. როგორც ჩანს, ის ყოველდღე ელოდება, რომ გაიღება კარი და პატრონი
 ეზოში შემოვა.  ძაღლს ყოველ ჯერზე იმედი უცრუვდება, როდესაც სტუმარი მისი პატრონი არ აღმოჩნდება ხოლმე.

ქალაქ მალუ-მარეს მერმა განაცხადა, რომ “ძაღლი არ არის აგრესიული”, თუმცა, არავის მისცემს სახლის ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას. “ძაღლი პატრონს ელოდება. ის ძალიან სევდიანია”, - ამბობს ქალაქის მერი.

Zooclub
naaa
ვაიმე ეს რა წავიკითხე ცრემლი მომადგა თვალზე
Irma
Cremlebma damaxrcho Ramdenis swavla gvmartebs am ueno, usayvarlesi arsebebisagsn, gmerto...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?