პეტიცია მოყვა რამდენიმე ხნის წინ ჰარდფორდში მომხდარ ინციდენტს, რომელიც შესაძლოა, ტრაგიკულად დასრულებულიყო. პოლიციელი ძაღლი ფინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მძარცველების თავდასხმის შედეგად, მძიმედ დაიჭრა.
ფინი დიდი ხანია, დეივ უორდელის მეწყვილეა. 5 ოქტომბერს მათ უნდა დაეჭირათ დამნაშავე, რომელიც ტაქსის მძღოლს თავს დაესხა.
ეჭვმიტანილი აღმოჩნდა 16
"ფინი ჩემს დაცვას ცდილობდა, სწორედ ამ დროს მას დამნაშავემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. იგი მისდევდა ეჭვმიტანილს და უეცრად ყველაფერი შეიცვალა. ფინი დაჭრეს თავში, ასევე, გამჭოლი ჭრილობა მიიღო ფილტვზეც", - ამბობს ძაღლის მეწყვილე.
დეივმა ის ხელში აყვანილი ვეტერინარულ კლინიკამდე მიიყვანა. ძაღლს 4 საათის განმავლობაში ურთულესი ოპერაცია უტარდებოდა. დეივსაც დაჭირდა ექიმის დახმარება, მაგრამ ის უფრო მეტად საკუთარ მეწყვილეზე ნერვიულობდა.
"მას არ ვტოვებდი, სანამ კატეგორიულად არ მომთხოვა ვეტერინარმა საოპერაციო დამეტოვებინა. წავედი, თუმცა, მალევე დავბრუნდი. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი გასახსენებელია", - ამბობს პოლიციელი.
ფინის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ოთხი დღის შემდეგ იგი დეივმა წაიყვანა სახლში, სადაც დახვდა მეგობარი პერლა, რომელიც ასევე პოლიციაში მსახურობს.
"ის უკვე სასეირნოდ დამყავს. როგორც ჩანს, ჯერ ვერ ხვდება, რატომ არ მიმყავს სამსახურში, როცა მივდივარ.
დეივის თქმით, ძაღლი 6 წელია, მასთან ერთად პოლიციაში მუშაობს.
ფინის ისტორიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხოველს უგზავნიდნენ სათამაშოებსა და გემრიელ სასუსნავებს.
რამდენიმე კვირაში ძაღლი კვლავ დაბრუნდება პოლიციის რიგებში.
დააკავეს 16 წლის თავდამსხმელი, რომელიც დამნაშავედ ცნეს ძარცვის მცელობაში და პოლიციელზე თავდასხმაში, ასევე, ქონებრივი ზარალის მიყენებაში (იგულისხმება ძაღლზე თავდახმა). ქონებრივი ზარალის შემთხვევაში მძარცველს მხოლოდ ჯარიმის გადახდა ევალება. სწორედ მას შემდეგ შეიქმნა პეტიცია, რათა პოლიციაში მომუშავე ცხოველებმა მიიღონ დაცვის მაღალი ხარისხი, ასევე, შეიცვალოს მათი სტატუსი, რომ მოვალეობის შესრულების დროს, მათზე თავდასხმა კვალიფიცირდეს,როგორც ადამიანზე თავდახმა და ისინი ნივთად არ განიხილონ.
ასევე იხილეთ:
სამხედრო ძაღლი კლინიკაში დაჭრილ ჯარისკაცს არ ტოვებს
ძაღლმა, რომელმაც ავღანეთში თათი დაკარგა უმაღლესი სამხედრო ჯილდო მიიღო
ერაყში ძაღლმა სპეცდანიშნულების რაზმი სიკვდილისგან იხსნა