სკოლის მოსწავლემ ძაღლების უნიკალური ფენი გამოიგონა
სკოლის მოსწავლემ  ძაღლების უნიკალური ფენი გამოიგონა
14 წლის მარისა სტრენგიმ გამოიგონა საოცარი ფენი ძაღლებისთვის, რომელიც დაბანის შემდეგ სწრაფად გააშრობს ძაღლის ბეწვს. გოგონამ საკუთარი გამოგონება, მესამე კლასში სწავლის დროს, 2011 წლის სკოლის კონკურსზე წარმოადგინა. მან კონკურსში პირველი ადგილი აიღო, რის შედეგადაც 1000 დოლარით დააჯილდოვეს.

საკუთარი ძაღლის სიყვარულმა გოგონა შთააგონა, შინაური ბინადრებისთვის სასარგებლო ნივთი შეექმნა. მარისას თქმით, მის ძაღლ მოჯოს ბანაობის შემდეგ უყვარდა ავეჯსა და ნოხზე ბეწვის გაშრობა, რაზეც მარისას მშობლები ბრაზობდნენ.

დროთა განმავლობაში, სკოლის მოსწავლემ საკუთარი გამოგონება სრულყოფილი გახადა. ამ მოწყობილობით შინაურ ცხოველთა აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები დაინტერესდნენ.

ძაღლის ბეწვის საშრობი წარმოადგენს კომბინეზონს, რომელსაც აქვს ელასტიკური ფილტრები. კომბინეზონი მაგრდება ფხრიწებით და ძაღლს რბილად
ეჭიდება კისერზე, რათა შეიქმნას ვაკუუმი. კომბინეზონს შეერთებული აქვს რეზინის მილი, რის გავლითაც ფენიდან სხეულზე თბილი ჰაერი ხვდება. ამ მეთოდით ძაღლის ბეწვი რამდენიმე წუთში შრება.

ასევე იხილეთ:

გამოიგონეს ძაღლების ტანსაცმელი, რომელიც სახლში ცხოველის ბეწვის გავრცელებას ხელს უშლის

კატა-ჩანთა - შესანიშნავი საშუალება საყვარელ ბინადართან ერთად მოგზაურობისთვის

21-ე საუკუნის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენს ძაღლს დისტანციურად აჭამოთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?