როგორც აღმოჩნდა, მგელთან შეჯვარების შედეგად, ტიბეტურმა მასტიფის ჯიშმა გამძლეობა შეიძინა. ეს მოხდა მრავალი წლის წინ, როცა ადამიანები ტიბეტის პლატოზე მასტიფებთან ერთად დასახლდნენ.
კვლევების შედეგად მასტიფისა და სხვა ძაღლების გენების შედარებამ აჩვენა, რომ მას ჩინური ძაღლის ჯიშებთან მეტი ნათესაური
უცნაური დამთხვევის შედეგად, იგივე თავისებურება, კოდირებულად იდენტურია ტიბეტში მცხოვრები ადამიანების შემთხვევაშიც. მაგალითად, თუ მასტიფმა ცივი კლიმატის ამტანობა შეძლო მგლის დახმარებით, ადამიანის გენში მოხვდა "დენისელი ადამიანის" (დაახლოებით ორმოცი ათასი წლის წინათ ადამიანის ახალაღმოჩენილი სახეობა) გენები. ეს აღმოაჩინეს 2014 წელს.
ტიბეტური მასტიფის კვლევისას ორიდან ერთ-ერთ დამხმარე გენში აღმოჩნდა ცილა - EPAS 1, რომელიც ორგანიზმს ჰიპოქსიისგან იცავს (დაბალი ჟანგბადიანობა ორგანიზმში). ადამიანებს, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობენ, ნაწილობრივ უვითარდებათ ჰიპოქსია. გენი, რომელშიც ეს ცილა აღმოაჩინეს, თითქმის ყველა ტიბეტელისა და მცირე რაოდენობის ჩინელების ორგანიზმში არსებობს.
საოცარია, მაგრამ ეს ადაპტაცია ვლინდება დაბალი ჰემოგლობინით - ჟანგბადის გადამტან ცილაში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამგვარად ორგანიზმი ეკონომიურად მოიხმარს ჟანგბადს.
ჩინელების უმრავლესობამ, რომლებიც არ ცხოვრობენ მთებში, დაკარგა ეს გენი, მაგრამ ტიბეტელებსა და მათ ძაღლებს - მასტიფებს დღემდე შენარჩუნებული აქვთ.
ასევე იხილეთ:
გერმანული ნაგაზისა და მგლის შეჯვარების შედეგები
ძაღლის 14 ჯიში, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს არიან მგელთან (უმეტესობა მათგანს ვერ წარმოიდგენდით)
10 ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიში მსოფლიოში