ძაღლები ბავშვებს შიშის დაძლევაში ეხმარებიან
ძაღლები ბავშვებს შიშის დაძლევაში ეხმარებიან
შინაური ბინადრები ბავშვებში შიშისა და შფოთის შეგრძნებას ამცირებენ. ამ შემთხვევისთვის საუკეთესო არჩევანი ძაღლია. ამის შესახებ კვლევა "Preventing Chronic Disease"-ის პორტალზე გამოქვეყნდა.

ბასეტის (ნიუ-იორკი) ცენტრის სპეციალისტები აკვირდებოდნენ 650 ბავშვს, რომელთა ასაკიც 1,5 წლიდან ზევით იყო. ცდისპირებს შიშის შეგრძნებებზე ამოწმებდნენ. მათ შორის 58%-ი ძაღლთან ერთად იზრდებოდა.

ექსპერიმენტის მონაწილეებს შორის 12%-მა, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავდათ, გამოავლინეს  შიში და შფოთი, თუმცა, იგივე შეგრძნებას განიცდიდა ბავშვების 21%, რომლებსაც შინ ძაღლი არ ჰყავდათ.

სპეციალისტების აზრით, შინაურ ცხოველებს შეუძლიათ, ბავშვებში შეამცირონ შიში და შფოთი. ძაღლთან ერთად
გაზრდილი ბავშვი მეტად კონტაქტური და თავდაჯერებულია. ჩვეულებრივ, ძაღლები ძალიან მიჯაჭვულნი არიან ოჯახის ყველაზე პატარა წევრებთან,
რაც ბავშვებს უვითარებს დაცულობის შეგრძნებას.

გარდა ამისა, ადამიანს ცხოველთა თერაპია ეხმარება ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში, რის შედეგადაც სტრესულ სიტუაციაში მცირდება მძაფრი ფსიქოლოგიური რეაქცია.

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრები უარყოფილ და მიტოვებულ ადამიანებს სტრესის დაძლევაში ეხმარებიან

ნუ აუკრძალავთ ბავშვს ცხოველთან თამაშს

რატომ არის ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარი? სპეციალისტების განმარტება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?