ლეკვის გადასარჩენად მაშველებმა ტრამვაი ასწიეს
ლეკვის გადასარჩენად მაშველებმა ტრამვაი ასწიეს
ქალაქ პრაღის ცენტრალურ პარკში სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა საოცარი ოპერაცია ჩაატარეს. მათ გადაარჩინეს ლეკვი, რომელიც ტრამვაის ქვეშ მოყვა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

გოგონამ თავის ლეკვს საბმელი მოხსნა. ცხოველი გაიქცა და ტრამვაის ქვეშ შევარდა. პატრონი ყვიროდა და შველას ითხოვდა. მძღოლმა სწრაფად მოახდინა რეაგირება და სამაშველო სამსახური გამოიძახა.

Zooclub

დიდი მცდელობის მიუხედავად, მაშველებმა ლეკვი ვერ გამოიყვანეს. ისინი იძულებულნი გახდნენ, ტრამვაი სპეციალური მოწყობილობით აეწიათ. როგორც კი ტრანსპორტი ზევით ასწიეს, ცხოველი მაშინვე გამოვარდა.

Zooclub

Zooclub

მიუხედავად უმნიშვნელო ტრავმისა და სტრესისა, ლეკვი თავს კარგად გრძნობდა, ხოლო პატრონი ბედნიერი იყო,
რადგან ოთხფეხა მეგობარი კეთილი ადამიანების დახმარებით გადარჩა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მამაცი მაშველები, რომლებმაც ცხოველები სიკვდილისგან იხსნეს

მაშველებს ეგონათ, რომ ცეცხლმოკიდებული შენობა ყველამ დატოვა, მაგრამ როცა სახლში შევიდნენ ნანახმა ყველა გააოცა


ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს მაშველებმა ბელი გადაარჩინეს. ცხოველი მადლობის ნიშნად მათ მიუახლოვდა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?