ბოლოსდაბოლოს მათ ერთად ძალიან ბევრი რამ გამოიარეს და ორივემ რამდენიმე ხანი Skid Row-ზე გაატარა.
დინკერი ქუჩის ძაღლი იყო. ეს ჩვეულებრივია ლოს-ანჯელესის გარეუბანში. ის, როგორც წესი, ბნელ კუთხეებში იმალებოდა.
როგორც ჩანს, რაღაც მომენტში სანდერსი და დინკერი მეზობლებიც კი იყვნენ.
ჯონ ხვანი, ლოს-ანჯელესის ფოტოგრაფია, რომელიც ამავე ქალაქის გარეუბნებს იღებს. იგი იხსენებს, როგორ ლაპარაკობდა სანდერსი ძაღლზე.
“მას პირდაპირ აბოდებდა ძაღლზე", -ამბობს ხვანი, - "მართლა ძალიან ღელავდა დინკერზე”.
დაახლოებით 1 წლის წინ სანდერსმა ხელისუფლებისგან Skid Row-ში სუბსიდირებული საცხოვრებელი
ციცქნა ოთახი საერთო ტუალეტით, რა თქმა უნდა, ქუჩაში ცხოვრებაზე უკეთესი იყო. სანდერსმა დინკერი სახლში წაიყვანა.
მაგრამ ერთია ძაღლის სახლში წაყვანა, მეორე კი - მასზე ზრუნვა. სანდერსს ჰქონდა სიყვარული, მაგრამ არა სახსრები.
მას დაეხმარა ორგანიზაცია "Downtown Dog Rescue"-ი, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს ცხოველთა მოვლაში ეხმარება.
“მათ სანდერსს მისცეს ვაუჩერი, რომ ძაღლი ვეტერინართან მიეყვანა", - ამბობს ხვანი, - "მათ უზრუნველყვეს ვაქცინირება. მისცეს სათმაშოები, საყელური, ყველაფერი, რაც სჭირდებოდა”.
მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ორგანიზაცია სანდერსს თავისი საუკეთესო მეგობრის შენარჩუნებაში ეხმარება.
“დიკერისთვის ყველაფერი მინდა გავაკეთო, რაც კი შემიძლია”, - იხსენებს ხვანი სანდერსის სიტყვებს.