ქენჯი და სოფია Jindo Love-ის ჯგუფმა გადაარჩინა და ოჯახის საპოვნელად აშშ-ში გაუშვა. ქენჯი Sweet Paws Rescue-მა წაიყვანა მასაჩუსეტსის შტატში, სადაც ის სულ მალე თავის ახალ დედას, ლინდსეი გოლდშტეინს შეხვდა.
”ის ისეთი კარგია”, - ამბობს გოლდშტეინი, - ”ისეთი მშვიდი და მოსიყვარულეა. ძალიან უყვარს ყურადღება”.
ქენჯი კარგად ადაპტირდებოდა ახალ სახლთან. თუმცა, ის არც თუ კარგად ეგუებოდა სხვა ძაღლებს. მას
ქენჯის ოჯახმა იცოდა, რამხელა კავშირი ჰქონდა ამ წყვილს და გადაწყვიტა, ისინი კვლავ დაეკავშირებინა. მათ სოფიას ოჯახი იპოვეს და შეხვედრის დრო დათქვეს. ქენჯისა და სოფიას ერთმანეთი გადარჩენის დღის შემდეგ არ ენახათ...
”როდესაც მან სოფია დაინახა, დავრწმუნდით, რომ მათ ერთმანეთი ახსოვდათ და ძალიან უყვარდათ”, - აღნიშნა გოლდშტეინმა.
ქენჯისა და სოფიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი ერთმანეთს დაუსრულებლად ეხვეოდნენ და ეფერებოდნენ. დარბოდნენ, თამაშობდნენ, თითქოს არასოდეს დაშორებოდნენ ერთმანეთს.
”იმ დღეს ქენჯი განსაკუთრებით მხიარული იყო”, - ამბობს გოლდშტეინი.
შეხვედრა საოცარი იყო, ქენჯი და სოფია კი ერთმანეთის ნახვით უზომოდ ბედნიერები ჩანდნენ. მათ არაფერი ემუქრებოდათ და ისინი ერთად იყვნენ. შეიძლება, კენჯის სხვა ძაღლების მიმართ ცუდი დამოკიდებულება სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მას თავისი საუკეთესო მეგობარი სოფი დიდი ხანი არ ენახა.