ლიანდაგზე ნაპოვნი უერთგულესი ძაღლების ამბის დასასრული... (+ვიდეო)
ლიანდაგზე ნაპოვნი უერთგულესი ძაღლების ამბის დასასრული... (+ვიდეო)
კარგად გახსოვთ ამბავი, რომელიც დეკემბერში, უჟგოროდში მოხდა. ლიანდაგზე დაჭრილი ძუ ძაღლი იწვა, ხოლო ხვადი მას ორი დღის განმავლობაში არ ტოვებდა. როდესაც შორიდან მატარებელი გამოჩნდებოდა, ხვადი მიირბენდა ძუსთან, ისინი ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ და თავებს ჩახრიდნენ, მატარებელი მათ ზემოდან გადაუვლიდა. ეს 2 დღის მანძილზე გრძელდებოდა და უსაზღვრო ერთგულების იშვიათი მაგალითი იყო.
იხილეთ მათი ისტორია
ალბათ ყველას გაინტერესებთ ამ ორი ძაღლის ბედი.

ხვადი ძაღლი, რომელიც არავის აკარებდა დაჭრილ ძუს, დააძინეს და ისე გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ძებნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძაღლებს პატრონი ჰყავდათ. მისი თქმით, ძაღლები რამდენიმე დღის წინ დაიკარგნენ. ძებნა უშედეგო აღმოჩნდა.

ვეტერინარის გამოკვლევის შემდეგ, ცხოველთა დამცველებმა ძაღლები პატრონს დაუბრუნეს, თუმცა, ამ ძაღლებზე მზრუნველობა აიღეს და შესაბამისად, ყოველთვის გააკონტროლებენ მათ მდგომარეობას.

დენის მალაფეევი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ცხოველები ეზოში ჰყავთ. მათი ჯიში კავკასიურისა და კოლის ნარევია. არც ზამთარია იქ ძალიან ცივი, ამიტომ ისინი გრძელი ბეწვით ამ სეზონზე ეზოში თავს მშვენივრად გრძნობენ. დაჭრილი ძუ გამოჯანმრთელებამდე
თბილ ოთახში მოათავსეს და ის საჭირო მკურნალობას იღებს. რაც შეეხება ეზოში ძაღლის დაბმას, მალაფეევი აღნიშნავს, რომ პატრონს იმის თაობაზე, რომ ცხოველები არ უნდა დააბან, აუცილებლად გაესაუბრებიან!

ეს ვიდეო
28 დეკემბერსაა გადაღებული (უჟგოროდის რაიონი, სოფელი ცეგლოვკა).
ამ დღეს ცხოველთა დამცველებმა (საზოგადოება “დაეხმარე მეგობარს”) უკვე პატრონთან მყოფი ძაღლები მოინახულეს. შეამოწმეს ორივე ძაღლის ჯანმრთელობა.

მალაფიევსა და ვერა რომანოვას პატრონის ოჯახი ძალიან მეგობრულად დახვდა. ეს არის მოცემული რეგიონისთვის ტიპიური ოჯახი. სტუმრებს გაუმასპინძლდნენ, ყავაც მიართვეს. ცხოველთა დამცველებმა მათ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისცეს და ძაღლებისთვის დაბმის მაგიერ ვოლიერის აშენება შესთავაზეს, რასაც ოჯახის წევრები დათანხმდნენ.

Zooclub

პატრონმა მათ ძაღლების ვეტპასპორტები აჩვენა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ძაღლებს აცრებს უკეთბდნენ და მათ ჯანმრთლობაზე ზრუნავდნენ.

Zooclub

Zooclub

ეს არ არის სამეფო აპარტამენტები, მაგრამ ეს არის ტიპიური უკრაინული სოფლის პირობები, დიდი ეზოთი, ძაღლის თივადაგებული ორი სახლით!

Zooclub

ცხოველები თავს უკვე კარგად გრძნობენ.


Zooclub

ამბის ბოლოს მალაფიევი მოვლენათა ქრონოლოგიას აქვეყნებს:

22.12.2016 - პატრონების თქმით, ცხოველები დაიკარგნენ.

25.12.2016 - მატარებლის მემანქანე (ჟგოროდ-ჩოპი) დაუკავშირდა მოხალისეეებს ლიანდაგებზე მწოლიარე ძაღლების შესახებ.

25.12.2016 - ანუ იმავე დღეს ორგანიზაციის წევრებმა “დაეხმარე მეგობარს” ცხოველები ლიანდაგებიდან გადმოიყვანეს; ისინი ვეტერინარმა გასინჯა.

26.12.2016 - ცხოველები მედიის თანდასწრებით გადასცეს პატრონებს (სოფ. ცეგლოვკა).


ჩვენ კი, ადამიანებს, დაე, ცხოველების ერთგულების ამ ფაქტმა მეტი ერთგულება გვასწავლოს და ცხოველების დიდი სიყვარული შეგვაძლებინოს!

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ბოლო სიახლეები
პატრონმა გადაწყვიტა, ძაღლისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მას ახალი
24.06.2017
"ფინქსში (აშშ) მცხოვრებმა მამაკაცმა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რათა ძაღლი
24.06.2017
ზაფხულის დადგომასთან ერთად, სიცხეში თავს იჩენს ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიც არის დაავადების გადამტანი მწერები.
23.06.2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
23.06.2017
დამთვალიერებელმა ქალაქ სან-ანტონიოს (ტეხასის შტატი) ზოოპარკში ვიდეოზე გიბონის გაქცევა გადაიღო.
23.06.2017
სეულის ზოოპარკის გრენდ-პარკში ორმა სპილომ წყლიდან ამოიყვანა სპლიყვი, რომელიც იხრჩობოდა.
23.06.2017
მიუხედავად იმისა, რომ ჩიხუახუას ჯიში სხვა ძაღლებთან შედარებით ძალიან პატარაა, ამ ერთი ციდა არსებას
22.06.2017
ის ძაღლი არ არის, ის არგენტინელი სუპერ-გმირია. ერთი ციდა შინაური
22.06.2017
"ისინი ჩვენ გვგვანან, შეიძლება, უკეთესებიც კი
22.06.2017
ძაღლებზე სასტიკი მოპყრობის ფაქტები საქართველოში - როგორ ისჯებიან მოძალადეები?
21.06.2017
მოხერხებულად მოეწყვეთ, თქვენ გელოდებათ ანიმაცია საყვარელი პერსონაჟებით.

21.06.2017
ყველაფერი, რაც უცნობია გვაშინებს, და ამავდროულად, გვზიდავს. სურვილი ჩნდება ახლოს მისვლისა და დათვალიერებისა.
21.06.2017
ნოტრ-დამის უნივერსიტეტის (CIF) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოღოს
21.06.2017
მექსიკის ქალაქ სან-ლუკას-ოხიტლანის (ოაჰაკას შტატი) მცხოვრები თავის ღორს ეჩხუბა და დაიღუპა.
21.06.2017
"რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე
20.06.2017
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?