ამ ძაღლმა, აივნიდან გადმოხტომით, უკეთესი ცხოვრების შანის მიიღო
ამ ძაღლმა, აივნიდან გადმოხტომით, უკეთესი ცხოვრების შანის მიიღო
გერმანულმა ნაგაზმა ბელამ მთელი ცხოვრება მეტალის ჯაჭვზე დაბმულმა, კაიროს (ეგვიპტე) ღარიბ უბანში, მესამე სართულის აივანზე გაატარა. მისთვის ჯაჭვი არასოდეს მოუხსნიათ, არასოდეს გაუსეირნებიათ ეზოში და  ნარჩენებით იშვიათად კვებავდნენ.


ერთ დღეს, ტანჯვით გაწამებულმა ცხოველმა ერთადერთი შანსის გამოყენება სცადა. ბელა აივნიდან გადახტა. ძაღლი მიტოვებული ეკიდა ჯაჭვზე და სიკვდილს ელოდა, თუმცა, მის დასახმარებლად ამერიკული ორგანიზაცია - "ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის თანამშრომლები" დროულად მივიდნენ.

Zooclub

"ვფიქრობთ, რომ ძაღლი 5 საათის განმავლობაში აივანზე იყო ჩამოკიდებული", - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ლოურენ ქონელი.

Zooclub

როდესაც ცხოველთა დამცველები ბინაში შევიდნენ და
ძაღლი გაათავისუფლეს, თითქმის აღარ სუნთქავდა. გარდა ამისა, ბელა იმდენად გამხდარი იყო, რომ ყველა ძვალი გამოკვეთილად
ემჩნეოდა.

Zooclub

ეგვიპტის ცხოველთა დახმარების ორგანიზაციამ ძაღლზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო. მას დიდხანს მკურნალობდნენ. მსგავსი მძიმე სიტუაციების დროს ამერიკული და ეგვიპტური ორგანიზაციები ერთობლივად მუშაობენ, რათა დაზარალებულ ცხოველს მოუძებნონ მზრუნველი ოჯახი ამერიკაში და აჩუქონ სიცოცხლის მეორე შანსი.

ბელას ცხოვრებაშიც დადგა უმნიშვნელოვანესი დღე. ის თვითმფრინავით გაფრინდა იმაზე შორს, სადაც ყოფნას ვერასოდეს იოცნებებდა, როდესაც პატარა აივანზე ჯაჭვით მიბმული სევდიანი გაჰყურებდა ცას.

მასაჩუსეტსში მცხოვრები ცხოველთა მოყვარული ადამიანი დათანხმდა, შეეფარებინა ძაღლი და მისთვის მზრუნველი პატრონი ეპოვა.

ყველაფერი ლამაზი ზღაპარივით დამთავრდა: დღეს ბელა ცხოვრობს ჰიუსტონში (ტეხასი), დიდ და მეგობრულ ოჯახში, სადაც ბინადრობს კიდევ ერთი ძაღლი. მას ძალიან მოსწონს სავარძელზე წოლა და ტელევიზორის ყურება.

Zooclub

"ის ბოლომდე გამოჯანმრთელდა. მისი ქცევიდან გამომდინარე, ვერავინ იფიქრებს, რომ მტანჯველი წარსული ჰქონდა. ბელა ნამდვილად იმსახურებდა ასეთ ბედნიერ ცხოვრებას."-ამბობს ცხოველთა გადარჩენის ცენტრის თანამშრომელი ლოურენ ქონელი.

ასევე იხილეთ:

ძაღლი ყინვაში მოკლე თოკით იყო დაბმული, რომ ვერ დაწოლილიყო. მიწაზე მიყინული ფეხებიდან კი სისხლი სდიოდა

მყვინთავებმა წყალქვეშ დაბმული და გალიაში დამწყვდეული ცხოველები შემთხვევით იპოვეს

ამ საცოდავმა ძაღლმა მთელი ცხოვრება ჯაჭვით დაბმულმა გაატარა, თუმცა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?