ძაღლი უბრალოდ არ იქექებოდა სანაგვეზე - მან სიცოცხლე გადაარჩინა...
ძაღლი უბრალოდ არ იქექებოდა სანაგვეზე - მან სიცოცხლე გადაარჩინა...
ახალი ორიზონტის (ბრაზილია) პოლიციის თანამშრომელი საქმეზე მიდიოდა, როდესაც ჩვეულებრივი სურათი დაინახა: მეზობლის ძაღლი, რომელიც ქუჩაში ნაგვის ტომარაში იქექებოდა.

როგორც გაირკვა, ძაღლს სულაც არ მართავდა შიმშილი.

როდესაც ოფიცერი სახლში დაბრუნდა, ძაღლი იმავე ადგილას ნახა. ოღონდ ამ შემთხვევაში, მას პირით რაღაც ეჭირა.

Zooclub

მამაკაცი ძაღლს მიუახლოვდა. მან ჯერ იფიქრა, რომ ძაღლმა მკვდარი კნუტი იპოვა, მაგრამ ნაპოვნი ბევრად სასიხარულო აღმოჩნდა.

ძაღლმა გადაარჩინა ლეკვი, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ცოცხალი ვიღაცამ სასიკვდილოდ ნაგავში გადააგდო. 

Zooclub

ლეკვის გადამრჩენელმა წკმუტუნი დაიწყო, როდესაც ლეკვი გამოართვეს. ოფიცერი ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის
თანამშრომელს, მარკო ანტონიო როდრიგესს დაუკავშირდა.

”მან ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლეკვი გადაარჩინა”, - წერს გმირ
ძაღლზე როდრიგესი ინტერნეტში.

Zooclub

მაგრამ გადარჩენილ პატარას ჯერ კიდევ სჭირდებოდა დახმარება, რადგან მას რძის გარდა არაფრის ჭამა შეეძლო.

როდრიგესმა ფეისბუქზე ითხოვა, რომ გამოხმაურებოდა ვინმე, ვისაც ლეკვებიანი დედა ძაღლი ჰყავდა.

Zooclub

სწორედ ასე შეხვდა პაწია თავის ახალ დედობილს.

”ერთმა ძაღლმა ნაგავში ლეკვი იპოვა, მეორე ძაღლი მისი დედა გახდა”, - წერს როდრიგესი, - ”რა შესანიშნავია!"

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?