ოჯახს, რომელიც ბავშვს ელოდებოდა, ძაღლების მოცილება ურჩიეს. აი, რა მოიფიქრეს… (+ფოტო)
ოჯახს, რომელიც ბავშვს ელოდებოდა, ძაღლების მოცილება ურჩიეს. აი, რა მოიფიქრეს… (+ფოტო)
როდესაც სენჯანი მედეპი და ადიტი რეჰეჯი ბავშვს ელოდებოდნენ, ისეთი რამე გააკეთეს, რასაც მათგან არავინ ელოდა.

“ოჯახი, მეგობრები და ჩემი ექიმიც კი გვირჩევდნენ ძაღლების მოცილებას, რომ ბავშვები პირველ ადგილას ყოფილიყვნენ”, - ყვება სენჯანი.

ეს რჩევა ახალგაზრდა ქალს ძალიან სასტიკი მოეჩვენა.

“არ ვიცი, როგორ შეიძლება გააჩინო ბავშვი, ამავდროულად კი გაუშვა ვიღაც სხვა”. ამიტომ ინდოელმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა თავისი შვილის დაბადება “ფუმფულა მეგობრებთან” ერთად გამართული ფოტოსესიით აეღნიშნა და ეჩვენებინა, რომ შინაური ცხოველებიც ოჯახის წევრები არიან.

წყვილი ორი წლის წინ დაქორწინდა. ადიტი მშნებელია, მისი მეუღლე სენჯანა
კი ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში (CUPA) მუშაობს. სწორედ მისი განსაკუთრებული პროფესიის გამო გაჩდნენ ოჯახში ძაღლები.

მათი
შვილი აიანი ფოტოგადაღების შემდეგ 1 კვირაში დაიბადა.

”რთული ფეხმძიმობა მქონდა და გარეთ ფაქტობრივად არ გავდიოდი. ძაღლებზე მზრუნველობა მეხმარებოდა, დამეძლია ყველა პრობლემა, ცუდზე არ მეფიქრა. ასევე, არ დამედანაშაულებინა საკუთარ მდგომარეობაში ვინმე სხვა.

გაიცანით ბედნიერი ინდოელი წყვილი, რომელიც 2 წლის წინ დაქორწინდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?