ჰასკის ჯიშის ძაღლმა ვეტერინარული კლინიკიდან გაქცევა სცადა და გზად თავისი მეგობრები გაათავისუფლა (+ვიდეო)
ჰასკის ჯიშის ძაღლმა ვეტერინარული კლინიკიდან გაქცევა სცადა და გზად თავისი მეგობრები გაათავისუფლა (+ვიდეო)
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც გადაღებულია ვეტერინარული კლინიკიდან ჰასკის გაქცევის მცდელობა.

"Belfast Telegraph"-ის ცნობით, ინციდენტი ცზიანსუს პროვინციაში, ჩინეთის აღმოსავლეთით მოხდა. ვეტკლინიკაში სამკურნალოდ დატოვებულმა ერთ-ერთმა ძაღლმა კბილებით გალიის კარის გაღება შეძლო, შემდეგ ის კიდევ ორ ძაღლს დაეხმარა გალიიდან გამოსვლაში. ამასთან, კატების ვოლიერს გაქცეულმა ყურადღებაც არ მიაქცია.

კლინიკის მფლობელმა აღნიშნა, რომ არასოდეს შეხვედრია ასეთ გონიერ ძაღლს. მისი სიტყვებით, გალიის ბოქლომი ისე იყო კონსტრუირებული, რომ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა მისი გაღება.

"Belfast Telegraph"-ის მონაცემებით, გაქცეულებმა ვერ შეძლეს ვეტკლინიკის დატოვება. მათთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა რკინის
კარი კოდური ბოქლომით.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?