12 წლის უსინათლო ძაღლი მთებში გაუჩინარდა... და აი, ერთკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ...
12 წლის უსინათლო ძაღლი მთებში გაუჩინარდა... და აი, ერთკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ...
ეს სეიჯია, 12 წლის უსინათლო ლაბრადორი, რომელიც გლაუკომით დაავადდა და მხედველობა დაკარგა. გასულ თვეს კი, უეცრად მთებში გაუჩინარდა. ძაღლის პატრონმა, ვეტ კოულიმ (ბოულდერ კრიკი, კალიფორნია) აღნიშნა, რომ ის 24 თებერვალს, ღამე დაიკარგა. ყველაფრის მიუხედავად, ძაღლმა სახლში დაბრუნება შეძლო. ეს ერთი კეთილი მეხანძრის დახმარებით მოხდა.

Zooclub

Zooclub

პირველ რიგში, კოულის ოჯახმა ძაღლის პოვნაში დახმარება ყველა თავის ახლობელს სთხოვა. ყოველი მომდევნო საათის შემდეგ ძაღლის პოვნის იმედი ნაკლები რჩებოდა. მათ იცოდნენ, რომ რაიონში ბევრი მტაცებელი ცხოველი იყო.

Zooclub

”ჩვენი მეზობლები და ნაცნობები დღისა და ღამის მანძილზე
ძებნაში გვეხმარებოდნენ. ყველგან ვეძებეთ”, - ყვება კოული.

საბედნიეროდ, მეხანძრე დენ ესტადამ ძაღლი იპოვა.

Zooclub

”თავიდან ვიფიქრე, რომ
წყალში ნაგვის ტომარა ეგდო. ის წყალში იწვა და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. დრუნჩი წყალს სულ ოდნავ აცილებოდა... როდესაც დავინახეთ, რომ ის ცოცხალი იყო, მაშინვე ჩავხტი წალში და გულში ჩავიკარი”.

Zooclub

ესტრადამ აღნიშნა, რომ მას მერე წვიმა ძალიან მალე დაიწყო. წყალი, რა თქმა უნდა, ადიდდებოდა და სეიჯი კიდევ ერთ ღამეს უკვე ვეღარ გადაიტანდა.

კაწირინას
ჯერ იტირე და მერე იცინე. ჯერ ხომ დაიკარგა და მერე იპოვეს - ლოგიკურია.
manana
მე ვიტირე,ცხოველები ადამიანებს ჯობიან.
კატო
ამ სტატიის ავტორი მომიძებნეთ..ვიცინო თუ ვიტირო უნდა ვკითხო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?