როგორ განიცადა ქუთაისის ავარიის დროს გარდაცვლილების ოჯახის დაღუპული ახლობლის ძაღლმა პატრონის სიკვდილი... (+ვიდეო)
როგორ განიცადა ქუთაისის ავარიის დროს გარდაცვლილების  ოჯახის დაღუპული ახლობლის ძაღლმა პატრონის სიკვდილი... (+ვიდეო)
ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების ერთგულება არავის აკვირვებს. ისინი რომ განიცდიან, უყვართ, გრძნობენ, დადგენილიცაა მსოფლიოს მეცნიერების მიერ.

მათთვის პატრონი სამყაროს ცენტრია. ისაა, ვის გარეშე ცხოვრებაც მათთვის წარმოუდგენელია. ამიტომ ხშირად, მიტოვებული ან გარდაცვლილი ადამიანების ძაღლები არასოდეს შორდებიან ადგილს, რომელიც მათთვის პატრონზე მოგონების გამო ყველაზე ძვირფასია.

23 აპრილს ქუთაისის შემოვლით გზაზე შემზარავი ავარია მოხდა. ავარიაში 5 ადამიანი დაიღუპა, მეექვსე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ ტრაგედიას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. დაკრძალვაზე მისულ ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს, ამ საშინელების შემხედვარეს, გულმა ვერ გაუძლო და გულის შეტევით იქვე გარდაიცვალა.

ციხისძირში დარდი ჩასახლდა. გულით გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვაზე მხოლოდ ერთი სულიერი არ ჩანდა ეზოში, სახლში... არსად...
ეს იყო ძაღლი...

ხათუნა ფალავანდიშვილმა ძაღლი სადღაც მოშორებით იპოვა... ძაღლი დარდობდა... მოთქვამდა... სლუკუნებდა... პატრონის სიკვდილს გულამომჯდარი განიცდიდა...

ძაღლები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე საოცრად ერთგულები არიან... ამაზე უკვე საუბარიც ზედმეტია თითქოს, რადგან ერთ-ერთი ჭეშმარიტებაა...

არავინ იცის, გარდაცვლილი მამაკაცის ძაღლი როგორაა ახლა. იმედი გვაქვს, რომ გაუძლებს ტკივილს და პატრონის ოჯახს იგი იმაზე ბევრად მეტად ეყვარება, ვიდრე აქამდე... ეს საოცრად ერთგული არსება დიდი სიყვარულის ღირსია!

იხილეთ ვიდეო

_ _ _
დღის ბოლოს დავუკავშირდით ხათუნა ფალავანდიშვილს და მოვიკითხეთ ძაღლი. ბოლო ინფორმაციით, ძაღლი ჭამს, სვამს, მაგრამ იმ ადგილს არ სცილდება... ის უბრალოდ დარდობს...
მარიამი
ღმერთო ჩემო რა საშინელი ამბები ხდება რა არის რა.. :(( ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მათ სულებს
nana
უზომოდ მიყვარს ცხოველები მატი დარდი სულ გულტან მიმაქვს. გვყვავდა უსაყვარლესი კატა რომელსაც დგემდე მივსტირიტ. ასევე დარდობენ პატრონების დაკარგვას ცხოველები.აი რატომ მიყვარნან. განსხვავებიტ ადამიანებისგან ისინი ბოლომდე გიერტგულებენ.
kora
ძაღლი, ეს ბუნების საოცრებაა- სიყვარულის და ერთგულების მიმართ. თითქოს მისჯილი აქვთ ერთგულება.
ინგა
ძაღლი ის ცხოველია რომელსაც უანგაროდ უყვარს პატრონი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?