როგორც ჩანს, ძაღლები ქუჩაზე გადარბოდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ავტომობილმა გაიტანა. ეს ფოტო თვითმხილველმა გადაიღო. ფოტოზე სკამიც ჩანს – უცნობი ქალი მთელი ღამე ძაღლებთან ერთად იჯდა და მათ იცავდა, რადგანაც ცოცხალი ძაღლი მკვდარ მეგობარს ვერაფრით მოაშორეს.
ქალი ამ ხერხით ცდილობდა, ძაღლები კიდევ ერთი ავტოავარიისგან დაეცვა. მოგვიანებით რესტორნის მუშებმა ძაღლის გვამი ახლომდებარე პარკში, ხის ქვეშ დამარხეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით