კარლოს მატოსი მონაწილეობდა "Constalica Rallye Vouzela"-ს შეჯიბრში, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა. იგი რბოლაში სამგზის ჩემპიონია, თუმცა, ამჯერად მან გამარჯვებაზე უარი თქვა, რათა ძაღლისთვის ზიანი არ მიეყენებინა.
რბოლის მეორე (უკანასკნელ) ეტაპზე მატოსმა და მისმა შტურმანმა კუთხეში გადაუხვიეს და უეცრად გზაზე მოხეტიალე ძაღლი შეამჩნიეს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა 145 კმ/სთ. მიდიოდა, მრბოლელმა მკვეთრად დაამუხრუჭა და საჭე ბოლომდე მომართა, რათა უკან მობრუნებულიყო.
ძაღლი ავტომობილის ხმამ შეაშინა და გზიდან გაიქცა. ინციდენტის შემდეგ მატოსმა რბოლა განაგრძო, თუმცა, დახარჯულმა წამებმა პირველი ადგილი დააკარგვინა.
მრბოლელი ირწმუნება, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა.
"ძაღლი საშუალო ზომის იყო, თავისუფლად შემეძლო გადამევლო, მაგრამ სინდისი ამის გაკეთების უფლებას არ მომცემდა. ხუთი ძაღლი მყავს და ისინი ძალიან მიყვარს,"- ამბობს კარლოს მატოსი.
ასევე იხილეთ:
პროფესიონალი მძღოლის სასწაულმა მანევრმა ძაღლი სიკვდილისგან იხსნა