როსკოს თავისი პატრონები - ლეპერტების ოჯახი ძალიან უყვარს. მისთვის თითოეული მათგანი მთელი სიცოცხლეა.
მიუხედავად მეგობრული ხასიათისა, პიტბული ყოველთვის მზადაა, დაიცვას ოჯახის საყვარელი წევრები და რამდენიმე ხნის წინ ეს საქმითაც დაამტკიცა.
შემთხვევა შუა ღამეს მოხდა. იმ დროს, როცა ოჯახის ყველა წევრს ეძინა.
"როსკოს, როგორც ყოველთვის, საწოლში ჩვენთან ერთად ეძინა. შუა ღამეს გამაღვიძა და ეზოში გაყვანა მთხოვა", - ამბობს ბრაიან ლეპერტი.
როსკო არ მშვიდდებოდაა, ამიტომ ბრაიანმა ღამის 2
როდესაც ისინი სახლში დაბრუნდნენ, როსკო კართან დაჯდა, წკმუტუნებდა და პატრონს დასაძინებლად არ მიჰყვებოდა. მამაკაცს სწორედ მისმა საქციელმა აიძულა, მთელი სახლი ყურადღებით შეემოწმებინა.
"რაღაც წესრიგში არ იყო... მალევე მივხვდი - სახლში დამწვრის სუნი იგრძნობოდა", - ამბობს ბრაიანი.
აღმოჩნდა, რომ სუნი სარდაფიდან ამოდიოდა.
საბედნიეროდ, ოჯახს დრო ჯერ კიდევ ჰქონდა, მათ ცეცხლის ჩაქრობა საკუთარი ძალებით შეძლეს.
ხანძრის სიახლოვეს გაზის ავზები იყო, კიდევ რამდენიმე წუთიც და სახლი ოჯახის წევრებთან ერთად აფეთქდებოდა.
როსკოს სიჯიუტე რომ არ გამოევლინა, ყველაფერი საშინლად დასრულდებოდა.
ვინც კი როსკოს გმირობის შესახებ შეიტყო, ყველა მადლიერებასა და სითბოს გამოხატავდა, რადგან შინაურმა ცხოველმა ოჯახის ოთხი წევრი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
ლეპერტები თვლიან, რომ პიტბულის ჯიშს შეცდომით მოიხსენიებენ, როგორც "კაციჭამია" ძაღლს. მიუხედავად მისი საშიში გამომეტყველებისა, ამ ძაღლს უბრალოდ ცოტა სითბო და სიყვარული სჭირდება, რათა პასუხად, თავისი გული სამუდამოდ გაჩუქოს.
ასევე იხილეთ:
მამაცმა პიტბულებმა ბავშვები შხამიანი გველის თავდასხმისგან გადაარჩინეს
ქორწილში არავინ იცოდა, რას მალავდა ის კაბის ქვეშ.. მაგრამ ძაღლი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა…
5 საოცარი ისტორია ცხოველებზე