მდინარის სიახლოვეს ათამდე პატრონი ძაღლს ასეირნებდა, თუმცა, ცხოველის გადასარჩენად წყალში შესვლა მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაბედა.
"თვითმხილველები გოგონას აფრთხილებდნენ, რომ ძაღლის გადარჩენით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, მაგრამ ის მაინც შევიდა გაყინულ წყალში", - წერს ვიდეოს ავტორი ბენ უესტი.
გოგონას თქმით, ის გასაჭირში ჩავარდნილ ცხოველს არასოდეს მიატოვებდა.
ძაღლის გადარჩენის შემდეგ, იგი ახლომდებარე სახლში სრულიად გაყინული და სველი მივიდა, რათა გამშრალიყო. გმირის სახელი დღემდე არავინ იცის, თუმცა, "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ვიდეოს 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებულები არიან გოგონას მამაცი ქმედებით და აღნიშნავენ, რომ იქ მყოფი სხვა ადამიანების საქციელს გამართლება არ აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლი გოგონას არ ეკუთვნოდა და მისი პატრონი სამაშველო ღონისძიებას ნაპირიდან ადევნებდა თვალს.
ასევე იხილეთ:
ძაღლი ყინულებს თავს ვერ აღწევდა და ნელ-ნელა ძალა ელეოდა...
წყვილმა გადაარჩინა კატა, რომელსაც თათები მიწაზე მიეყინა
თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო, თუ როგორ ცდილობს შტორმის დროს პატრონი ძაღლის გადარჩენას