ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს
ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს
ჩინეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქ უილინში, საუკუნეებია ტარდება ყოველწლიური ფესტივალი, სადაც უამრავ ძაღლს სასტიკი მეთოდებით ხოცავენ და შემდეგ მათ ხორცს საკვებად იყენებენ.

ამ ფესტივალს უკვე წლებია, აპროტესტებენ ადგილობრივი ცხოველთა დამცველები და არა მარტო ისინი, წლევანდელ უილინის ხორცის ფესტივალს მთელ მსოფლიოში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

რა თქმა უნდა, დასავლეთში მსგავსი რამ მიუღებელი და წარმოუდგენელია, თუმცა, ჩინელი ხალხისთვის ეს უძველესი ტრადიციაა. ყოველ წელს უილინის ფესტივალზე ათასობით ძაღლს კლავენ.

"ამ ფესტივალზე ათასობით დახოცილი ძაღლია, ისინი ძირითადად მოპარული ლეკვები არიან, ან იშვიათი ჯიშის ძაღლები, რომლებიც ასევე
ოჯახები
დან მოიპარეს. ჩვენი ოთხფეხა ბინადრები სხვადასხვა ადგილიდან მოჰყავთ. პატარა გალიებში რამდენიმე ძაღლი ერთად ჰყავთ მოთავსებული და მათ საკვებისა და წყლის გარეშე ტანჯავენ. ცხოველების დახოცვის მეთოდიც საშინელება და ბარბაროსობაა." – ამბობს Humane Society International-ის წამომადგენელი კიტი ბოლკი.

წლევანდელი უილინის ხორცის ფესტივალი ადგილობრივმა და საერთაშორისო ცხოველთა დამცველებმა გააპროტესტეს, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ უილინის მთავრობას ფესტივალის გაგრძელება აუკრძალა, მეტიც, ძაღლის ხორცის გაყიდვა დროებით რესტორნებშიც შეჩერდა.

დიდი ალბათობაა იმისა, რომ შემდეგი წლიდან ხორცის ფესტივალი საერთოდ გაუქმდეს, მიზეზი ჩინეთის ცხოველთა დამცველთა ორგანიზაციების დიდი აქტიურობაა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავიც მოხდა: ცხოველთა დამცველმა ოგანიზაციებმა ხორცის ბაზარზე 2 ლეკვის გადარჩენა მოახერხეს და ეს ცხოველთა ერთ-ერთი დამცველის – პიტერ ლის დამსახურებაა.

Zooclub

ორი ლეკვი ხორცის ბაზარზე ერთ-ერთი გამყიდველის სკუტერზე, გალიაში იჯდა და ცხოველთა სასაკალოზე "თავის რიგს" ელოდებოდა. პიტერ ლი იხსენებს: როდესაც ბაზარში შევიდა და აქეთ-იქით მიმოიხედა, ათასობით განწირული ძაღლი ვიწრო გალიიდან სევდიანი თვალებით იყურებოდა.

ლიმ გადაწყვიტა, აეყვანა ერთი ლეკვი, რომელსაც ის ტეხასში თავის სახლში წაიყვანდა, ხოლო მეორე ლეკვი, რომელსაც სკოტი დაარქვეს, ასევე ცხოველთა ერთ-ერთმა დამცველმა, ლესლი ბარკუსმა წაიყვანა და ის დღეს ვაშინგტონში, თავის ახალ ოჯახში ძალიან ბედნიერია.

ორივე ძაღლს ძალიან გაუმართლა და მოსიყვარულე პატრონებთან ოჯახებში ცხოვრობენ.

Zooclub

"როცა ვიხსენებ, რომ ის შესაძლოა, ვინმეს სადილი გამხდარიყო, სევდა მიპყრობს და განვიცდი. სკოტი დღეს ჩვენთან ერთად ბედნიერია, იმედია, დაავიწყდა ყველა ცუდი მომენტი, რაც მან აქამდე გადაიტანა." – ამბობს სკოტის პატრონი.

Zooclub

დიდი მუშაობის შედეგად წლევანდელ ფესტივალზე ცხოველთა დამცველებმა შეძლეს და 400 ძაღლი გადაარჩინეს. მაგრამ ამ კუთხით სამუშაო კიდევ ბევრია. შემდეგ წელს შესაძლოა, კვლავ ჩატარდეს ფესტივალი. ფაქტია, რომ აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, რათა ამ საშინელი ტრადიციისგან დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები.

ტეგები
mari kuna
საშინელებააააააააააააააააააა! წარმომიდგენია რა საშინელება ხდება იმ ბაზრობაზე! ასე არ შეიძლება!! :(
black angel
და სხვა ცხოველებმა რა დააშავეს? თაქვენ ძაღლს იცავთ მაგრამ ჭამთ ღორს ძროხას ხბოს ქათამს ბატკანს მათ რა დააშავეს ის რომ ძაღლები არ არიან? სანამ სხვას გაკიცხავთ ჯერ თქვენ გახდით ვეგეტარიანელები თუმცა თქვენ გაქვთ თავის გასასამართლებელი მიზეზი ეს ღმერთმა გაგვიჩინა საჭმელადო და როგორ არ უნდა ვჭამოთო არა?
zaza
ესეთი ლამაზი ლეკვი როგორ უნდა მოკლა კაცმა, თანაც მუცლის გულისთვის
m-99
როგორ შეიძლება ეს საყვარელი არსება მოკლა და მერე შეჭამო. ნერვები მეშლება რა
mimi
საშინელებაა, რა დაუნდობლები და საზიზღრები არიან გადავირიეეეე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?