ჩიხუახუა მაკე იყო.
ჩანდა, რომ ის სულ მცირე დროში ლეკვებს გააჩენდა.
იმავე დღეს ძალიან მოსიყვარულე ოჯახმა თავშესაფარს ძაღლის წასაყვანად მიაკითხა. როცა მათ მომავალი დედიკო დაინახეს, ეს ციცქნა არსება მაშინვე სახლში წაიყვანეს.
მოვიდა დრო და ჩიხუახუას მშობიარობა დაეწყო. ყველაზე საინტერესო კი სწორედ აქ მოხდა.
”ლოლოს პატრონმა გვითხრა, რომ რვანი იყვნენ და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. მაგრამ შემდეგ მან წარმოთქვა “ცხრა”, ამის მერე “ათი”, - ყვება
“დილისკენ 11 ლეკვი დაიბადა! ჩენ შოკში ვიყავით”, - აღფრთოვანებული ამბობს ტეილორი.
საინტერესო ისაა, რომ ცნობილია, ჩიხუახუას ყველაზე მეტი ლეკვი 10 ყოლია. ლოლომ კი რეკორდი მოხსნა და მალე შეიძლება, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს.
“ჩვენ გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებს დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ შედეგის დაფიქსირებისთვის ლეკვებმა აუცილებლად უნდა მიაღწიონ 12 კვირას.
რამდენიმე თვის განმავლობაში ლოლოსთან იქნებიან, შემდეგ კი მათ გააჩუქებენ.
“ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მათ მომავალს! თითოეულ მათგანს შესანიშნავი და მოსიყვარულე პატრონები ეყოლებათ”, - ამბობს ტეილორი.