სამწუხაროდ, მათი პირველი პატრონი უსახლკაროდ დარჩა და იძულებული გახდა, ცხოველები რიჩმონდის (აშშ) თავშესაფარში ჩაებარებინა.
ძაღლები ახალმა პატრონმა აიყვანა, თუმცა, ერთი კვირის შემდეგ უსინათლო ტაქსა სახლიდან 160 კმ-ს დაშორებით აღმოჩნდა. ქალს ერთგული მეგობრების დაშორება სურდა, თუმცა, ჩანაფიქრი არ გამოუვიდა.
ოჯეი მხოლოდ მეგობრის დახმარებით გადაადგილდება.
თავშესაფრიდან აყვანილ მეგობრებს არ გაუმართლათ, რადგან ახალ პატრონს ტაქსას მოშორება სურდა, ამიტომ სახლიდან
ოჯეი, რომელიც საერთოდ ვერ ხედავს, მიკროჩიპის დახმარებით იპოვეს, თუმცა, ქალმა მოითხოვა, რომ პიტბული მასთან დარჩენილიყო, ხოლო ტაქსა კვლავ თავშესაფარში დაებრუნებინათ.
ახალ პატრონს არ სურდა ბლუ დოზერის თავშესაფარში დაბრუნება.
თავშესაფრის თანამშრომლები რამდენიმე საათი ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ ცხოველები არ დაეშორებინა.
საბოლოოდ, ერთგული ძაღლები თავშესაფარში კვლავ ერთად არიან.
მომვლელები ცხოველებისთვის ეძებენ ოჯახს, თუმცა, ახალი პატრონი ვალდებული იქნება წერილობითი პირობა დადოს, რომ ერთგულ მეგობრებს არასოდეს დააშორებს.
წყარო: boredpanda