"მაშველი" ძაღლი ბათურა ბათუმიდან, რომელიც სანაპიროზე ადამიანების სიცოცხლეს იცავს (+ვიდეო)
02.08.2018
Video Portal
Next video
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველმა გოდერძი
გოგიშვილმა ძაღლი რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქუჩაში იპოვა. ძაღლი ახალგაცნობილ მეგობარს თავიდანვე მიეკედლა და აღარ ჩამოშორებია. პატრონმა მას ბათურა დაარქვა.
მაშველმა ძაღლის გაწვრთნა დაიწყო, რამდენიმე თვეში, ბათურას მაშველის ინსტინქტები გამოუმუშავდა და ახლა ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.