ლაბრადორი ბუნი საქორწილო წვეულების ვარსკვლავი გახდა! მან პოპულარობა ერთადერთი კადრით მოიპოვა და აი, ისიც...
ლაბრადორი ბუნი საქორწილო წვეულების ვარსკვლავი გახდა! მან პოპულარობა ერთადერთი კადრით მოიპოვა და აი, ისიც...
მას შემდეგ, რაც ჯეის კონვეის ცხოვრებაში ლაბრადორის ლეკვი ბუნი გამოჩნდა, ისინი განუყრელები გახდნენ. ზრდასრული ძაღლი პატრონის ნამდვილი მეგობარია - ისინი ერთად სეირნობენ, სძინავთ და მეტიც, გოლფსაც ერთად თამაშობენ.

ბიჭის ცხოვრებაში საყვარელი გოგონაც იყო - ენჯი ბლუმბერი. რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილი დაქორწინებას აპირებდა.

საქორწილო დღესასწაული შედგა და, რა თქმა უნდა, წვეულებაზე დაპატიჟეს ბუნიც, რომელმაც სტუმრები გულიანად აცინა. რა მოხდა?

ქორწილის დღეს ჯეისი ცოტა ნერვიულობდა. ჯვრისწერა მდინარის პირას უნდა გამართულიყო, თუმცა, ძაღლი კატეგორიულად ვერ იტანდა წყალს.

Zooclub

სწორედ ამიტომ იდეა, რომ წყვილისთვის ბუნის თათით
უნდა მიეტანა ბეჭდები, ჩაიშალა. სანაცვლოდ, ლაბრადორი ცერემონიის ცენტრში ზურგით ბალახზე დაწვა.

როგორც კი მღვდელმა ჯვრისწერის
პროცესია დაიწყო, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: მშვიდად მწოლიარე ბუნიმ ბალახზე ზურგით ხოხვა დაიწყო.

Zooclub

მას ოთხივე თათი სასაცილოდ ჰქონდა ჰაერში და სიამოვნებისგან უცნაურ პოზებს იღებდა. ამის შემხედვარე სტუმრები სიცილს ვერ იკავებდნენ. სერიოზული ცერემონია ნამდვილ კომედიად იქცა, სადაც მღვდელმაც კი ვერ შეძლო სიცილის შეკავება. ამ სცენის შემხედვარე პატარძალიც იცინოდა, ჯეისი კი თავს იკავებდა, როგორც შეეძლო.

Zooclub

მხიარულმა ლაბრადორმა, თავისი ქცევით, ლამის პატრონის ქორწილი ჩაშალა.

Zooclub

თუმცა, ამით ბუნის ისტორია არ დასრულებულა. ფოტოგრაფმა კრის დევისმა, რომელმაც უჩვეულო კადრი დააფიქსირა, ფოტო  Facebook-ზე განათავსა, ხოლო ენჯიმ ის საკუთარ გვერდზე, პროფილის მთავარ ფოტოდ ატვირთა.

ფოტოს რე-პოსტებმა გამოიწვია ის, რომ ბუნის შესახებ ახალი ამბების კომპანია "KSDK News"-ი დაინტერესდა. მათ პატრონს სთხოვეს, სურათი თავიანთ გვერდზე აეტვირთათ, რის შემდეგაც ლაბრადორმა ინტერნეტ მომხმარებლების სიყვარული დაიმსახურა.

Zooclub

უსაყვარლესმა ძაღლმა პატრონები პოპულარული გახადა, რასაც ჯეისი და ენჯი ამას არ ელოდნენ. წყვილის თქმით, მათ მოკრძალებული წვეულების გადახდა სურდათ, თუმცა, გამოვიდა ისე, რომ ქორწილი 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

10 ულამაზესი ძაღლი, რომლებმაც მათი პატრონების ქორწილი დაჩრდილეს

წყვილის რეაქციამ უსახლკარო ძაღლზე, რომელმაც მათი ქორწილი კინაღამ ჩაშალა, ინტერნეტი დაიპყრო

პატრონის ქორწილში მისულმა ძაღლმა სტუმრები და პატარძალი სასიამოვნოდ გააკვირვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?