უკმაყოფილო ფრანგული ბულდოგი პატრონს ყოველთვის უცნაური ხმით "საყვედურობს" და პარკში წასვლას ითხოვს (სახალისო ვიდეო)
ფრანგული ბულდოგის ჯიშის ძაღლი, სახელად ვოლტერი, ყოველთვის უკმაყოფილოა, მიუხედავად იმისა, რომ მზრუნველი პატრონი ყველანაირად ცდილობს, საყვარელი შინაური ცხოველი ბედნიერი იყოს.

როდესაც ვოლტერი მანქანაში ჯდება, ის ბედნიერია და უჩვეულო ხმებს გამოსცემს, რადგან გონია, რომ საყვარელ პარკში სათამაშოდ მიდის.

ძაღლის პატრონი ამბერი მას უხსნის, რომ პარკი დაკეტილია და შესვლას ვერ შეძლებენ, რასაც ვოლტერი ყურადღებით უსმენს, თუმცა, უკმაყოფილო გამომეტყველებით, ეს პირველი შემთხვევა არაა.

ვოლტერის სახალისო ვიდეოები, ინტერნეტ სივრცეში, რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში, უჩვეულო საუბრის მანერით, ცხოველმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ასევე იხილეთ:

უკმაყოფილო კატამ პატრონს ყველაფერი უთხრა, რასაც ფიქრობდა


მამაკაცი უკმაყოფილო ციკანთან საუბარს ცდილობს

ვირმა უცნაური ხმით
სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღფრთოვანება გამოიწვია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?