მოძღვარს კვირაობით ცხოველები ღვთის მსახურებაზეც მიჰყავს და ძაღლებს ტაძარში, ამბიონის გვერდით სვამს. ამგვარად, გომესი მრევლის ყურადღების მიქცევას ცდილობს იმ იმედით, რომ მათ შორის ძაღლის აყვანის მსურველი აღმოჩნდება.
"ძაღლებს ყოველთვის შეუძლიათ ტაძარში მოსვლა, რათა მიიღონ საკვები, წყალი და თავშესაფარი, რადგან ეს ღვთის სახლია, ხოლო ისინი ღმერთის ქმნილებები არიან", - წერს სოციალურ ქსელში გომესი.
მოძღვარი მრევლს ხშირად მიმართავს დასახმარებლად,
მოძღვარი არა მხოლოდ კვებავს ძაღლებს, არამედ საჭირო სამედიცინო დახმარებითაც უზრუნველყოფს.
ადგილობრივი მცხოვრებლები გომესს უზომოდ კეთილ ადამიანად ახასიათებენ და მის დახმარებას ყოველთვის ცდილობენ.
გომესის დამსახურებით, მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა, რომელიც ადრე 228 ათასს აღწევდა, საგრძნობლად შემცირდა.
მისი დახმარებით ათობით ძაღლი მზრუნველ ოჯახში მოხვდა.
"რამდენიმე ძაღლს დავეხმარე, რომლებსაც გულზე პრობლემები აღენიშნებოდათ. ერთი მათგანი თავშესაფარში მივიყვანე და ის მზრუნველ ოჯახში გაჩუქდა, ხოლო სამი ჩემთან დარჩა. ისინი საკუთარი შვილებივით მყავს. მეტიც, მათ ჩემს საწოლში ძილსაც არ უკრძალავ,"- ამბობს მოძღვარი.
რამდენიმე ხნის წინ გომესის ფოტოები, რომელიც მესას მიუსაფარი ძაღლების თანდასწრებით ატარებდა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. მისი კეთილშობილური საქციელით, ათასობით ადამიანი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. მას ქრისტიანობის ნამდვილი გმირიც უწოდეს, რომელიც ეხმარება მათ, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ.
წყარო: boredpanda.com
ასევე იხილეთ:
ძაღლმა ჟასმინმა 100-ზე მეტი ცხოველი სიკვდილს გადაარჩინა და თავშესაფარში მიიყვანა
ძაღლები მანამდე და შემდეგ, რაც მზრუნველ ოჯახებში მოხვდნენ
ასე გამოიყურება გულწრფელი სიყვარული და თანაგრძნობა