არსებობენ შინაური ცხოველები, რომლებიც სრულიად ამართლებენ თავიანთ სახელს - უზარმაზარი პიტბული, სახელად ჰალკი, ერთ-ერთი მათგანია. 6 წლის ძაღლი 81 კგ-ს იწონის და დღევანდელი მონაცემებით, ამ ჯიშის ყველაზე დიდი წარმომადგენელია.
ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ჰალკი საოცრად ჭკვიანი, თბილი და მოსიყვარულე ძაღლია, მაგრამ გარეგნობიდან გამომდინარე, უმეტესობა ჩვენგანს, მისი ახლოს გაცნობის სურვილი არ გაუჩნდება.
გაიცანით, ეს ჰალკია
ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიტბულია მსოფლიოში. მისი დიდებული შესახედაობა სახელს ამართლებს.
სხვა ძაღლებთან შედარებით, ის ნამდვილი გოლიათია.
ორ თათზე მდგარი შინაური ცხოველი პატრონზე მაღალია.
მიუხედავად საშიში შესახედაობისა, ჰალკი საოცრად კეთილი და თბილი ბინადარია.
შინაური ცხოველის პატრონი ძაღლების წვრთნითა და გამრავლებითაა დაკავებული.
ასე რომ, ჰალკი გაწვრთნილი და კარგად აღზრდილი ბიჭია.
პატრონი მას იმდენად ენდობა, რომ ბავშვებთან მარტო სათამაშოდ ტოვებს.
ჰალკი ოჯახის უფროსია, ეს ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს.
პიტბულს შვილები და შვილიშვილები ჰყავს, მაგრამ ჰალკივით უზარმაზარი ვერც ერთი მათგანი გაიზარდა. თუმცა, ამ ჯიშის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით, ჰალკის შთამომავლები დიდი ზომისანი არიან.
ასევე იხილეთ:
გიგანტური მეინ- ქუნი ადამიანების აღფრთოვანებას იწვევს
სამხრეთამერიკული ჰარპია: ფრინველი, რომელიც ბევრს შენიღბული ადამიანი ჰგონია
უზარმაზარ ალიგატორს მომვლელი საკუთარი ხელიდან კვებავს