ვინი - ძაღლი, რომელიც ანიმაციური ფილმის გმირს ჰგავს (სახალისო ფოტოები)
ვინი - ძაღლი, რომელიც ანიმაციური ფილმის გმირს ჰგავს (სახალისო ფოტოები)
ინტერნეტ მომხმარებლებმა ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს. ის ერთი ნახვით დაიპყრობს თქვენს გულს. მისი თვალები თითქოს მულტიპლიკაციური ფილმის გმირისგან გადმოხატეს.

ყველა ლეკვი თავისებურად საყვარელია, თუმცა, 3 თვის ოთხფეხა ბინადარი, სახელად ვინი, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ძაღლს საოცარი თვალები აქვს. სოციალურ ქსელში მას არა ერთი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.

ცხოველის პატრონები, ტომი და ელი, თავიანთ შინაურ ცხოველს დაბადებიდან ფოტოებს უღებენ და ინტერნეტ სივრცეში ავრცელებენ, თუმცა, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ პატარა ბინადარი ათასობით ადამიანის საყვარელი ცხოველი გახდებოდა.

ვინიმ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც პატრონმა
მისი ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა. ვიდეო რგოლს 2,3 მილიონი ნახვა ჰქონდა. მას შემდეგ ლეკვის ცხოვრებაც შეიცვალა.
ვინის ინსტაგრამის გვერდზე აქტიური ხელმომწერები ჰყავს, ხოლო ცხოველის პატრონს არა ერთი შეთავაზება აქვს, რომ ვინიმ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა მიიღოს.

იხილეთ უსაყვარლესი ლეკვის ფოტოები

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ: 

ელამი კატა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს

ყველაზე ბედნიერი ზღარბი, რომელსაც ინსტაგრამზე 1,5 მილიონი ხელმომწერი ჰყავს

ხნიერი ოპოსუმი ინტერნეტ სივრცეში ვარსკვლავი გახდა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?