დაკარგულმა ძაღლმა დახმარების თხოვნით პოლიციის განყოფილებას მიაკითხა
გასულ კვირას ტეხასის პოლიციის განყოფილებას უჩვეულო "დაზარალებული" ესტუმრა - მეგობრული ძაღლი, რომელსაც სურდა შეტყობინება გადაეცა სამართალდამცველებისთვის იმის შესახებ, რომ დაიკარგა.

ერთი წლის ძაღლმა, სახელად ჩიკომ, გამჭრიახი საქციელით პოლიციელები გააკვირვა. მან სახლისკენ მიმავალ გზას ვერ მიაგნო და ოდესის (ტეხასის შტატი) პოლიციის განყოფილებას მიაკითხა. ოთხფეხა ბინადარი შენობაში შევიდა და პირდაპირ მორიგე პოლიციელის მაგიდას მიუახლოვდა. ოფიცერმა, რასტი მარინესმა ძაღლს ფოტო გადაუღო და ის დაკარგულად გამოაცხადა.

Zooclub

"ეს ძაღლი გასულ საღამოს გვესტუმრა. ვიფიქრეთ, რომ განცხადების შემოტანა სურდა K9 მომსახურე ძაღლის პოზიციაზე. მასთან თამაშისას, საყელურზე საიდენტიფიკაციო ნომერი
ვერ აღმოვაჩინეთ, ამიტომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოვიძახე, მაგრამ ძაღლი მათ არ დაელოდა და გადაწყვიტა, რომ
სახლის გზა თავად გაეკვლია. მოგვიანებით ჩვენ შევიტყვეთ, რომ ის მშვიდობიანად დაბრუნდა თავის პატრონთან, რომელიც განყოფილებიდან არც თუ ისე შორს ცხოვრობს", - წერს სამართალდამცველი "ტვიტერის " პოლიციის ოფიციალურ გვერდზე და მხიარული ძაღლის ფოტოებს აქვეყნებს.

ასევე იხილეთ:


ოჯახი რამდენიმე საათი ეძებდა თავის დაკარგულ ძაღლს, რომელიც უჩვეულო კომპანიონებთან ერთად სახლიდან გაიქცა

ოჯახი თავის დაკარგულ ძაღლს სხვა ქალაქში შემთხვევით შეხვდა

პატრონმა 11 წლის წინ დაკარგული კატა იპოვა... ცხოველისა და პატრონის შეხვედრა თვითმხილველებისთვის ემოციური იყო
!!!
სათურში ყველა მძიმე ზედმეტია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?