9 წლის ბიჭი და მისი ერთადერთი სურვილი დაბადების დღეზე
9 წლის ბიჭი და მისი ერთადერთი სურვილი დაბადების დღეზე
ბავშვების დაბადების დღისთვის სხვადასხვა საჩუქარს ირჩევენ: აიპედს, კოპიუტერს, სათამაშოებს და ა.შ. 9 წლის ეთანი, რომელსაც სახლში ორი ძაღლი ჰყავს, ცხოველების დიდი სიყვარულით გამორჩევა. 

ბიჭმა თავის დაბადების დღეზე მშობლებს თავისი ერთადერთი  სურვილი გაანდო. იმის მაგივრად, რომ საჩუქრები მიეღო, მან გადაწყვიტა ცხოველების თავშესაფარში მყოფი რამდენიმე ძაღლი ეუთანაზიისგან (სამუდამო დაძინება) ეხსნა.

ეთანმა და მამამისმა მაისურებზე დააბეჭდინეს ცხოველების გადარჩენის ლოზუნგი და გადასცეს ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციას. ამასთანავე, პატარა ბიჭმა მათ წერილიც მისწერა:

"ჩემი სახელია ეთან კაზი და მე ვარ 8 წლის. ძალიან მიყვარს ძაღლები და
მყავს ორი უსაყვარლესი ძაღლი. წელს, ჩემი დაბადების დღეზე, მინდა შევაგროვო ფული, ჩემი ფავორიტი ცხოველთა გადარჩენის
ორგანიზაციისთვის. ჩვენი ერთ-ერთი ძაღლი მე და ჩემმა ოჯახმა წინა წლის ნოებერში გადავარჩინეთ თავშესაფარში დაძინებას და ახლა ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ვიმედოვნებ, რომ ეს მაისურები გაიყიდება და მოხმარდება რამდენიმე ცხოველს, რათა თავშესაფარში ეუთანაზიისგან იხსნათ."

მართლაც, მაისურების და წერილის გაგზავნის შემდეგ, ეთანმა მოახერხა სამი ძაღლის გადარჩენა.

უილი
ეს არის პირველი ძაღლი, რომელიც ამ პატარა ბიჭს წყალობით გადარჩა. ძალიან მალე, უილი აიყვანა კეთილმა ოჯახმა და დღეს ის ძალიან კარგად გრძნობს თავს.

Zooclub

ჩიჩი
ეთანის გადარჩენილი ძაღლი ჩიჩი, რომელიც ვაშინგტონში ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა.

Zooclub

მაი
ეთანის დაბადების დღეს მეიც კეთილი ოჯახის წევრი გახდა. სურათზე ჩანს, როგორი ბედნიერი მიემგზავრება თავის ახალ სახლში.

Zooclub
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?