ძაღლების სასწრაფო დახმარება ვენეციაში
ძაღლების სასწრაფო დახმარება ვენეციაში
ვენეციის მახლობლად მდებარე ცნობილი კურორტი ბიბიონე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია შინაური ცხოველებისთვის. ამ ზაფხულს იქ ძაღლების პლაჟი გაიხსნა, ახლა კი ვეტერინარული სასწრაფო დახმარებაც ამოქმედდა, – გვაცნობებს Corriere della Sera.

331/8225995 ნომერზე დარეკვის შემდეგ მოდის მოხალისეთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მზადაა დაეხმაროს ოთხფეხა პაციენტებს, რომელთაც სიცხის ან ტრავმის გამო პრობლემა აქვთ შექმნილი.

ძაღლების სასწრაფო დახმარების ყველა ბრიგადას აქვს წამლები, ჟანგბადი, შესახვევი საშუალებები და საკაცე. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში ცხოველი დაუყოვნებლივ გადაჰყავთ ვეტერინარულ კლინიკაში. სადაც მომსახურება უფასოა, მაგრამ პროექტის განვითარებისთვის განკუთვნილ შემოწირულობებსაც მიესალმებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?