საინტერესო
ტექსტის ზომა + -
იგი მომაკვდავი პატრონის ლოგინზე ავიდა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა სულის სიღრმემდე შეძრავდა ადამიანს...
იგი მომაკვდავი პატრონის ლოგინზე ავიდა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა სულის სიღრმემდე შეძრავდა ადამიანს...
სახლის გარეშე დარჩენილი 57 წლის კევინი დიდი ხნის მანძლზე მანქანაში ცხოვრობდა. როდესაც გაირკვა, რომ მას ფილტვების კიბო ჰქონდა, კევინი ჰოსპისში მოათავსეს . ის ძალიან გახდა და დასუსტდა. მისი ერთადერთ სურვილი იყო სიკვდილის წინ თავისი ძაღლი ენახა.

Zooclub

შეიძლება ითქვას, რომ კევინს გაუმართლა: მისი სანიტარი დათანხმდა, რომ ამ ბოლო თხოვნას შეუსრულებდა. კევინმა მას მოუყვა თავის ძაღლზე, სახელად იურტზე. საბედნიეროდ სანიტარი პარალელურად ცხოველების თავშესაფარშიც მუშაობდა. ის იცნობდა კევინის ძაღლს და მან გადაწყვიტა აესრულებინა მომაკვდავის ბოლო თხოვნა მიუხედავად დიდი რისკისა,
რადგან ძაღლების კლინიკაში შეყვანა სასტიკად იკრძალებოდა.

Zooclub

ძაღლისა და პატრონის შეხვედრა დიდი ხნის განშორების შემდეგ საოცარი იყო. იურტმა იგრძნო თავისი პატრონის სისუსტე და ჩაეხუტა.

Zooclub

ძაღლმა ნაზად აულოკა სახე თავის ძალადაკარგულ პატრონს, რომელიც სიკვდილის პირას იყო. იგი არ სცილდებოდა მას. ბოლო დღეები მათ ერთად გაატარეს. კევინი დამარცხდა ავადმყოფობასთნ ბრძოლაში, მაგრამ მისი ერთგული მეგობარი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ მოსცილებია. იურტმა კევინი ბოლო გზაზე გააცილა.

როდესაც კევინი დაიღუპა, ძაღლს კვლავ ცხოველთა თავშესაფარში დაბრუნება დაემუქრა, მაგრამ ისტორია ამით არ დასრულებულა. ერთგულ ძაღლს, რომელმაც არ მიატოვა თავისი პატრონი ამ დიდი ერთგულების გამო საოცარი ბედი ერგო…

მისი და პატრონის კლინიკაში ყოფნის პერიოდის ფოტოებმა სოცქსელები მოიარა და კევინის გარდაცვალებიდან სულ მალე იურტი ერთმა ოჯახმა აიყვანა. მათ ძაღლს აჩუქეს სახლი და სიყვარული - იურტმა ახალი სიცოცხლე დაიწყო.

Zooclub

უზომოდ კარგია, როდესაც არის მეგობარი, რომელსაც შეგიძლია ენდო. იურტმა სიკვდილის პირას მყოფი პატრონი არ მიატოვა. ეს მეგობრობა და ერთგულება ყველასთვის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს.


ბეჭდვაელფოსტა
no name
ცრემლები ვერ შევიკავე... ხშირად დაწერეთ ასეთ თემებზე, ეგება უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს და ისწავლოს სითფო, ერთგულება და მზრუნველობა... წარმოუდგენელია როგორ არუნდა გიყვარდეს ეს არსება
bebe
კომაში მყოფ ქალს გვერდზე რომ ეწვა თეთრი ძაღლი და კომიდან გამოსულმა მოიკითხა, სად არის ის თეთრი ანგელოზი, რომელიც ყოველდღე მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო,გახსოვთ? თუ არა მოძებნეთ... თვისებები, რომლებიც ყველაზე დადებით ადამიანებს მოეთხოვებათ, ის ცხოველებს ახასიათებთ და ჩვენ რითი ვჯობივართ? არ მესმის.
maruski
სიკეთე სიკეთეა მთავარი
ნუნუკა
ამ ცხოველების სიყვარულს და ერთგულებას რომ ვუყურებ,ცოტა არ იყოს მრცხვენია რომ ადამიანებს არ შეგვიძლია ასეთი დიდი და უანგარო სიყვარული
*n*
პირველი ფეხმძიმობა მოულოდნელად შემიწყდა,ცალკე ტკივილი მტანჯავდა,ცალკე_სულიერი მდგომარეობა(ან მეყოლებოდა კიდევ შვილი,ან_არა),ჩემმა ძაღლმა(კოლიმ)არ ვიცი ეს როგორ იგრძნო,შემოვიდა ოთახში და მაღალ ტახტზე ამოიწია თათებით,სადაც მე ვიწექი,ჩამეხუტა და ჩუმად წკმუტუნებდა,თან თვალებში მიყურებდა.ისე მანუგეშა,ბევრი ადამიანი ვერ შეძლებდა.
მსგავსი სიახლეები
ძაღლისა და ადამიანის მშვიდობიანი თანაცხოვრება
როგორ უნდა იცხოვრონ მშვიდად ძაღლმა და ადამიანმა? სოციალიზაცია _ აი გამოსავალი!
15.04.2014
ძაღლი ადამიანების გარემოცვაში
ძაღლის სოციალიზაცია _ ეს არის საზოგადოებასთან მიჩვევა, როდესაც უკეთებ კორექციას მის ქცევას და დამოკიდებულებას სხვადასხვა არსებებთან მიმართებაში
15.04.2014
ძაღლის ენა – პირველი გაკვეთილები
მართალია, რომ ძაღლის ენა ისეთივე მეტყველია როგორიც ჩვენი? როგორ ურთიერთობენ ჩვენთან ცხოველები?
03.04.2014
ბოლო სიახლეები
პამ პამი - კნუტი, რომელიც სხვადასხვა ფერის თვალებით დაგაჰიპნოზებთ (+ფოტო)
გაიცანით, ამ პატარა საოცრებას პამ პამი ქვია. კნუტს ჰეტეროქრომია აქვს და სწორედ ამიტომ მისი თვალები სხვადასხვა ფერი და ულამაზესია.
24.04.2017
ციმბირში ბრაკონიერებმა 20 000 ჩრდილოელი ირემი მოკლეს
"2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტის პერიოდში ბრაკონიერებმა დაახლოებით 20 000 ველური ჩრდილოელი ირემი მოკლეს", -
24.04.2017
დეკორატიული ფრინველების მინი ფერმა გორში
"მანდარინები მსოფლიოში ყველაზე ლამაზ იხვებად არიან აღიარებულნი და წითელ წიგნშიც შეტანილია".
22.04.2017
ფრანგმა მხატვარმა-აქციონისტმა წიწილა გამოჩეკა (+ვიდეო)
ფრანგი მხატვარი-აქციონისტი აბრაამ პუანშევალი სამი კვირა იჯდა ქათმის კვერცხებზე და წიწილა გამოჩეკა. ამის შესახებ ტელეარხი "BFMTV"-ი იტყობინება.
22.04.2017
ნიანგებმა გამოცდილი მონადირე შეჭამეს
მაშველები ეჭვობენ, რომ ნიანგებმა სამხრეთაფრიკელი მონადირე სკოტ ვან ზილი შეჭამეს.
22.04.2017
ჭუჭყიანი პიკასო: მხატვარი, რომელიც შედევრებს პირდაპირ ავტომობილებზე ქმნის! (+ფოტო)
ავტომობილი შეიძლება გართობის ნამდვილ წყაროდ იქცეს, მშვიდ და ჭუჭყიან მდგომარეობაშიც კი.
20.04.2017
„თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დღეიდან მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დღეიდან მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ.
20.04.2017
მამაკაცი ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა, თუმცა ცხოველს პატრონი გადაეფარა
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლში მცხოვრები მამაკაცი
19.04.2017
ბრიტანეთში ძროხებმა მატარებელი შეაჩერეს
ინგლისის კენტის საგრაფოში ძროხების ნახირმა ლიანდაგებთან მოიყარა თავი.
18.04.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიღმის მასივში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი.
09.01.2017
მალაკნების ბაზრის ტერიტორიიდან დაიკარგა კოკერსპანიელი ჯეკო.
11.01.2017
მთაწმინდაზე დაიკარგა უთბილესი მეტისი ”ყურცქვიტა”.
23.01.2017
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?